მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რომელ კლუბში გადავა რობერტ ლევანდოვსკი?
რომელ კლუბში გადავა რობერტ ლევანდოვსკი?

რომელ კლუბში გადავა რობერტ ლევანდოვსკი?

BM.GE19 მაისი, 2026, 03:17|bm.ge

პოლონელი თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი ოფიციალურად დაემშვიდობა "ბარსელონას".

37 წლის პოლონელი ფორვარდი კატალონიურ გრანდს 2022 წელს მიუნხენის “ბაიერნიდან” შეუერთდა და ოთხ სეზონში 191 მატჩში 119 გოლი გაიტანა. ამ პერიოდში მან „ბარსელონასთან“ ერთად ლა ლიგა სამჯერ, მათ შორის მიმდინარე სეზონშიც, ხოლო 2025 წელს ესპანეთის თასი მოიგო.

ლევანდოვსკიმ სოციალურ ქსელში ემოციური განცხადება გაავრცელა:“ოთხი წელი, რომელიც გამოწვევებითა და მძიმე შრომით იყო სავსე, დასრულდა და დროა, ახალი ეტაპი დავიწყო. მივდივარ იმ განცდით, რომ ჩემი მისია შესრულებულია. ოთხი სეზონი, სამი ჩემპიონობა.“

ბოლო ერთი წლის განმავლობაში პოლონელ თავდამსხმელს რამდენიმე ტრავმა აწუხებდა და მიმდინარე სეზონში ლა ლიგაში მხოლოდ 15 მატჩი დაიწყო ძირითად შემადგენლობაში.

ლევანდოვსკის მიმართ ინტერესს რამდენიმე კლუბი იჩენს და მისი მომავალი კარიერა შესაძლოა MLS-ს ან საუდის არაბეთის ჩემპიონატს დაუკავშირდეს.

პოლონელი ფორვარდის დამატებით ყველაზე მეტად MLS-ის კლუბი Chicago Fire FC ინტერესდება. ამერიკული ლიგა ბოლო წლებში არაერთი ვარსკვლავური ფეხბურთელისთვის გახდა პოპულარული მიმართულება, თუმცა „ჩიკაგოს“ ჯერ საკუთარი მეგავარსკვლავი არ ჰყავს და კლუბი ლევანდოვსკის ტრანსფერს პრიორიტეტად განიხილავს.

თუმცა, მთავარი პრობლემა ადგილმდებარეობაა. გავრცელებული ცნობებით, ლევანდოვსკის ოჯახი, სავარაუდოდ, ევროპაში დარჩება და თავად ფეხბურთელსაც სურს კონტინენტთან ახლოს ყოფნა. შესაბამისად, აშშ-ში გადასვლა მისთვის გარკვეულ სირთულეებს ქმნის.

ლევანდოვსკის დამატების მთავარი ფავორიტები მაინც საუდის არაბეთიდან არიან. საუდური კლუბები ფეხბურთელს ძალიან დიდ ფინანსურ პირობებს სთავაზობენ, რაც კარიერის ამ ეტაპზე შესაძლოა გადამწყვეტიც აღმოჩნდეს. თავად ლევანდოვსკისაც არაერთხელ უთქვამს, რომ ასაკის მატებასთან ერთად შედარებით ნაკლებად კონკურენტულ ლიგაში გადასვლას განიხილავდა.

ყველაზე ხშირად მის სახელს “ალ-ჰილალს” უკავშირებენ, სადაც შესაძლოა კარიმ ბენზემასთან ერთად ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული თავდასხმითი დუეტი შექმნას მსოფლიო ფეხბურთში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

ფინანსური ხელმისაწვდომობა "ყველგან და ყველასთვის" - ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი Industry Talks-ის გენერალური პარტნიორია

ფინანსური ხელმისაწვდომობა "ყველგან და ყველასთვის" - ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი Industry Talks-ის გენერალური პარტნიორია

BM.GE