მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რომელ ქალაქებში აშენდება ახალი პროფესიული სასწავლებლები? - მიქანაძის პასუხი
რომელ ქალაქებში აშენდება ახალი პროფესიული სასწავლებლები? - მიქანაძის პასუხი

რომელ ქალაქებში აშენდება ახალი პროფესიული სასწავლებლები? - მიქანაძის პასუხი

BM.GE29 მაისი, 2026, 02:14|bm.ge

საქართველოში პროფესიული განათლების ქსელი ფართოვდება. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ, პარლამენტში ინტერპელაციის ფორმატში გამოსვლისას განაცხადა, რომ რამდენიმე რეგიონში ახალი სასწავლებლების მშენებლობა უკვე მიმდინარე წელს იწყება.

მინისტრის თქმით, დღეს ქვეყნის მასშტაბით 29 სახელმწიფო პროფესიული კოლეჯი ფუნქციონირებს, ასევე დაახლოებით ამდენივე კერძო პროფესიული სასწავლებელია. მისი შეფასებით, სახელმწიფო მიზნად ისახავს როგორც არსებული ქსელის გაძლიერებას, ისე ახალი საგანმანათლებლო სივრცეების შექმნას რეგიონებში.

„გეტყვით იმას, რომ ვზრდით არეალს. წელს ვიწყებთ პროფესიული სასწავლებლის მშენებლობას მარტვილში; წელს ვიწყებთ პროფესიული სასწავლებლის მშენებლობას ახალქალაქში; წელს ვიწყებთ პროფესიული სასწავლებლის მშენებლობას ღვინის მიმართულებით გურჯაანში; თბილისში 2 ლოკაციაზე ვაპირებთ პროფესიული სასწავლებლის მშენებლობას, ასევე გორის უნივერსიტეტის ფარგლებში გვაქვს დაგეგმილი პროფესიული სასწავლებლის მშენებლობა და ასევე ლენტეხში, ჩვენ ვაპირებთ, რომ გადმოგვცენ შენობა, რომელშიც გავხსნით პროფესიული სასწავლებლის გახსნას, რომელიც ლენტეხისა და ცაგერის მოსახლეობას შეეხიდება“, - განაცხადა მინისტრმა.

მისივე ცნობით, სამინისტრო მიზნად ისახავს უკვე არსებული პროფესიული სასწავლებლების გაძლიერებასაც, როგორც ინფრასტრუქტურულად, ისე პროგრამების თვალსაზრისით.

„ჩვენი მიზანია, რომ პროფესიული სასწავლებლები გავაძლიეროთ როგორც ინფრასტრუქტურულად, ისე პროგრამების თვალსაზრისით. პროგრამები უნდა შევიტანოთ არა ნაუცბადევად, არამედ კვლევების საფუძველზე, რათა რეალურად უპასუხოს რეგიონის სპეციფიკას და შრომის ბაზრის მოთხოვნებს. მაგალითად, ბოლნისში დასრულდა პროფესიული სასწავლებლის მშენებლობა და პროგრამების ავტორიზაცია უნდა დაიწყოს, ეს იქნება სრულად სამედიცინო დატვირთვის მიმართულება, სადაც ფარმაცევტული, საექთნო და სტომატოლოგიური მიმართულების შესწავლა იქნება. ბორჯომში, პროფესიული სასწავლებელი „თორი“, რომელიც საკმაოდ მოცულობითია თავისი ინფრასტრუქტურით, იქ ტურიზმი და სატყეო მიმართულების ერთგვარ ცენტრალურ სასწავლებელს გავაჩენთ და ასეთი ფორმაციით ვაგრძელებთ როგორც არეალის გაფართოებას, ასევე მოსახლეობის ხელშეწყობას“, - აღნიშნა მიქანაძემ.

მინისტრის განცხადებით, პროფესიული განათლება საქართველოში სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სასწავლებლებში, რაც სისტემის ხელმისაწვდომობას კიდევ უფრო ზრდის და ახალგაზრდებს მეტ შესაძლებლობას აძლევს დასაქმებისთვის.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE