მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რომელ სანქციებს გააუქმებს აშშ თურქეთს?
რომელ სანქციებს გააუქმებს აშშ თურქეთს?

რომელ სანქციებს გააუქმებს აშშ თურქეთს?

BM.GE9 ივლისი, 2026, 01:00|bm.ge

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი თურქეთს იმ სანქციებს გაუუქმებს, რომლებიც ანკარას რუსული საზენიტო-სარაკეტო სისტემების შეძენის გამო 2020 წელს დაუწესდა.

NATO-ს სამიტის ფარგლებში, თურქეთში ვიზიტით მყოფმა დონალდ ტრამპმა თურქ კოლეგასთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ამ საკითხზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი და ფინანსთა მინისტრი აქტიურად მუშაობენ.

თეთრი სახლის ლიდერმა თურქეთისთვის F-35 ტიპის უახლესი გამანადგურებლების შესაძლო მიყიდვის თაობაზეც გამოთქვა მზადყოფნა. მისი თქმით, თურქეთი ბევრი მიმართულებით გაცილებით უფრო ლოიალური მოკავშირე აღმოჩნდა, ვიდრე სხვა ქვეყნები, F-35 კი ამჟამად მსოფლიოში საუკეთესო სამხედრო თვითმფრინავია, რომელიც შეიძლება ამ ერთგულ მოკავშირეს გადაეცეს.

თურქეთისთვის ამერიკული გამანადგურებლების მიყიდვას სამართლებრივი ბარიერები აფერხებს, რადგან აშშ-ის კონგრესის მიერ მიღებული კანონი ქვეყნისთვის F-35-ების გადაცემას მანამ კრძალავს, სანამ ანკარა რუსულ S-400 სისტემებს ფლობს. Reuters-ის ცნობით, ამ ეტაპზე განიხილება ალტერნატიული გეგმა, რომელიც რუსული საზენიტო კომპლექსების მესამე ქვეყანაში გაგზავნას ისახავს მიზნად, თუმცა ამ საკითხზე საბოლოო შეთანხმება ჯერჯერობით მიღწეული არ არის. ამასთან, უცნობია, დათანხმდება თუ არა აღნიშნულ პირობას მოსკოვი, რომელიც იარაღის გაყიდვისას საბოლოო მომხმარებლის მიერ ვალდებულებების მკაცრ შესრულებას ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ თურქეთის მიერ რუსული S-400 სისტემების 2019 წელს შეძენამ ვაშინგტონსა და ანკარას შორის სერიოზული კრიზისი გამოიწვია, რის გამოც აშშ-მა მსხვილ თურქულ თავდაცვით კომპანიას სანქციები დაუწესა, თავად თურქეთი კი F-35-ის ერთობლივი წარმოების პროგრამიდან გარიცხა.

ცნობისთვის, ეს აშშ-ის პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტია თურქეთში ბოლო 11 წლის განმავლობაში.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ჯეფ ბეზოსის Blue Origin-ის შეფასება $130 მილიარდს აღწევს

ჯეფ ბეზოსის Blue Origin-ის შეფასება $130 მილიარდს აღწევს

BM.GE

აშშ-მა ირანზე ახალი სამხედრო იერიშები განახორციელა

აშშ-მა ირანზე ახალი სამხედრო იერიშები განახორციელა

BM.GE

Nasdaq-100 ინდექსში SpaceX-ის შესვლამ კრახით ჩაიარა

Nasdaq-100 ინდექსში SpaceX-ის შესვლამ კრახით ჩაიარა

BM.GE

SpaceX-ი და Cursor-ი ახალი მოდელის გამოშვებას გეგმავენ

SpaceX-ი და Cursor-ი ახალი მოდელის გამოშვებას გეგმავენ

BM.GE