მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რომელი ქვეყნები და ობიექტები დაბომბა ირანმა ბოლო დღეების განმავლობაში
რომელი ქვეყნები და ობიექტები დაბომბა ირანმა ბოლო დღეების განმავლობაში

რომელი ქვეყნები და ობიექტები დაბომბა ირანმა ბოლო დღეების განმავლობაში

BM.GE6 მაისი, 2026, 15:15|bm.ge

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ჰორმუზის სრუტის გახსნისთვის ოპერაციის დაანონსებას ირანის მხრიდან საპასუხო რეაგირება მალევე მოჰყვა. თეირანული მედიის ინფორმაციით, ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა მიზანში ამოიღო როგორც სხვადასხვა ქვეყნის ფიზიკური ინფრასტრუქტურა, ისე მოძრავი სამხედრო ობიექტები.

არსებული ინფორმაციით, ყველაზე დიდი დარტყმა არაბთა გაერთიანებული საამიროების ფუჯეირას ნავთობის ინდუსტრიულმა ზონამ მიიღო, სადაც დრონის ჩამოვარდნას მასშტაბური ხანძარი და სამი ადამიანის დაშავება მოჰყვა. ირანმა დაბომბა საამიროების სახელმწიფო ნავთობ-კომპანიის საკუთრებაში არსებული ტანკერიც, რომელსაც ცეცხლი მალევე გაუჩნდა. სპარსეთის ყურეში, დუბაის სანაპიროს ჩრდილოეთით, დაახლოებით 70 კილომეტრის დაშორებით დაზიანდა სამხრეთ კორეის დროში ქვეშ მცურავი ხომალდი HMM Namu, თუმცა დაზიანების მასშტაბი შედარებით მცირე იყო.

აღსანიშნავია, რომ ირანული რაკეტები და დრონები არამარტო დაპირისპირებულ, არამედ მოკავშირე სახელმწიფოების ტერიტორიაზეც ჩამოვარდა. კერძოდ, ერთი რაკეტა მოხვდა ომანის ქალაქ ბუხაში მდებარე შენობას, რის შედეგადაც ორი უცხოელი მუშა დაშავდა.

რაც შეეხება დარტყმებს ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციებზე, ამ მხრივ როგორც ირანის, ისე ამერიკული მხარის მხრიდან ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები ვრცელდება. ოფიციალური თეირანის მტკიცებით, ჯასკის კუნძულის სიახლოვეს, ომანის ყურეში რამდენიმე რაკეტა მოხვდა ამერიკული საზღვაო სარდლობის კუთვნილ სამხედრო გემს, თუმცა აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ ეს ინფორმაცია კატეგორიულად უარყო და განაცხადა, რომ რეალურად მათ ჩაძირეს რამდენიმე ირანული ხომალდი, რომელიც ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსს ეკუთვნოდა.

ირანული მხარის მტკიცების ფონზე, საყურადღებოა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადება, რომელმაც ამერიკული ხომალდის დაზიანების ფაქტი კატეგორიულად გამორიცხა და დააანონსა, რომ თუ კი ერთი სამხედრო ხომალდი მაინც დაზიანდება IRGC-ს მიერ, ირანი "აღიგავება პირისაგან მიწისა".

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ირანის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 70 სტატია.

  • ირანის ელჩი ქართულ კომპანიების ირანის გავლით ავღანეთის სავაჭრო ბაზარს სთავაზობსფორმულა
  • ირანის პრეზიდენტი მოსკოვში ჩავიდატვ პირველი
  • აშშ-ს ირანზე მასშტაბური დარტყმების განხორციელების გეგმა აქვს, თუ ტრამპი ამის გადაწყვეტილებას მიიღებს - CNNრუსთავი 2
  • ირანის ნავთობის მინისტრი თანამდებობიდან გადადგაიმედი
ირანის →

მსგავსი სტატიები

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" კიდევ ერთხელ დაჯარიმდა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" კიდევ ერთხელ დაჯარიმდა

BM.GE

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

BM.GE

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE