მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რომელი ქვეყნები იღებენ ყველაზე მეტ და ყველაზე ცოტა FDI-ის | სად არის საქართველო?
რომელი ქვეყნები იღებენ ყველაზე მეტ და ყველაზე ცოტა FDI-ის | სად არის საქართველო?

რომელი ქვეყნები იღებენ ყველაზე მეტ და ყველაზე ცოტა FDI-ის | სად არის საქართველო?

BM.GE30 მაისი, 2026, 09:00|bm.ge

მსოფლიოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) მოცულობა ყოველწლიურად 1.5 ტრილიონ დოლარს აჭარბებს. ქვეყნების სტატისტიკის სამსახურების, თუ ცენტრალური ბანკების მიერ დათვლილი FDI-ს მონაცემები გაეროს ვაჭრობისა და განვითარების ორგანიზაციამ (UNCTAD) დათვალა.

ამ დროისთვის ყველა ქვეყნისთვის დათვლილი ეს მაჩვენებელი მხოლოდ 2024 წლის მდგომარეობითაა ხელმისაწვდომი და უფრო ახალი - 2025 წლის მონაცემები ყველა ქვეყნისთვის ცნობილი მიმდინარე წლის ბოლოს გახდება.

UNCTAD-ის თანახმად, ყველაზე მეტ FDI-ს ყოველწლიურად ამერიკის შეერთებული შტატები იღებს, სადაც 2024-ში 278.8 მილიარდი დოლარის FDI შევიდა, რაც წლიურად 20%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. საქართველოში კი 2024 წელს FDI 1.57 მილიარდ დოლარს აღწევდა, რაც 18.6%-ით იყო შემცირებული. საქართველოზე ამავე წელს გლობალური FDI-ს 0.1% მოდიოდა.

FDI-ით მეორე ადგილზეა სინგაპური, რაც 143.4 მილიარდ დოლარს შეადგენდა, მესამე პოზიციას კი ჰონკონგის ადმინისტრაციული ერთეული იკავებს 126.2 მილიარდი დოლარით. ამასთან, რეიტინგის ტოპ 10-ში შედის ოფშორული ზონა ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძილები 53.6 მილიარდი დოლარით, ასევე ლუქსემბურგი, რომელიც ევროკავშირში ყველაზე მეტად გამოირჩევა მიმზიდველი კორპორაციული კანონმდებლობით და მრავალი კომპანია EU-ში ოპერაციების განსახორციელებლად, სწორედ ლუქსემბურგში აფუძნებს კომპანიებს, ამ ქვეყანამ 2024-ში 106 მილიარდი დოლარის FDI მიიღო.

ასევე, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შეიძლება იყოს ნეგატიური მოცულობისაც, მაგალითად თუკი ქვეყნიდან სხვა ქვეყნებში ხორციელდება FDI ან ხდება კორპორაციული ვალის გასტუმრება ან მესაკუთრის შეცვლა და აქტივის მფლობელის ეროვნების ცვლილება, FDI შეიძლება მინუს რიცხვით აღირიცხოს. ამასთან, ნეგატიური ინვესტიციები შეიძლება ქვეყნიდან კაპიტალის გადინებასაც ასახავდეს, თუმცა არა ყოველთვის, განსაკუთრებით მაშინ თუ საქმე გვაქვს ფინანსურ ოპერაციებთან, რაც ამ ქვეყნის კონკრეტული საფინანსო ინსტიტუტის ან კონკრეტული საინვესტიციო პროექტის იურიდიული მოწყობის საკითხს უკავშირდება. ასე მაგალითად, შვეიცარიისთვის FDI 2024 წელს მინუს 60.7 მილიარდი დოლარი იყო, რაც ძირითადად დაკავშირებულია სწორედ შვეიცარიული საფინანსო ინსტიტუტების მიერ განხორციელებულ ოპერაციებთან. ასევე დიდი ბრიტანეთისთვის FDI იყო მინუს 40 მილიარდი დოლარი, ხოლო ირლანდიისთვის კი მინუს 39 მილიარდი დოლარი, მაშინ როდესაც ირლანდიაში ოპერირებს არაერთი უმსხვილესი ამერიკული კორპორაცია და ამ ქვეყანას ისინი ხშირ შემთხვევაში აშშ-სთან შედარებით დაბალი საგადასახადო რეჟიმის მიღებისთვის იყენებენ.

რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, 2024 წელს აზერბაიჯანმა 231 მილიონი დოლარის FDI მიიღო, სომხეთმა 139 მილიონი დოლარის, თურქეთმა 10.6 მილიარდი დოლარის, რუსეთმა კი 3.35 მილიარდი დოლარის FDI.

გლობალური FDI-ის ნაკადები პიკური 2015 წელს იყო და 2.2 ტრილიონ დოლარს შეადგენდა, მინიმალური მოცულობა კი 2020 წელს დაფიქსირდა - 868 მილიარდი დოლარის ოდენობით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კი ჯამური ნაკადები 1.4-1.5 ტრილიონი დოლარის ფარგლებშია.

FDI ქვეყნების მიხედვით 2024 წელს

# ეკონომიკა - ქვეყანა/ტერიტორია FDI 2024 წელს 1 შეერთებული შტატები $278.8 მილიარდი დოლარი; 2 სინგაპური $143.4 მილიარდი დოლარი; 3 ჰონკონგი (SAR) $126.2 მილიარდი დოლარი; 4 ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა $116.2 მილიარდი დოლარი; 5 ლუქსემბურგი $106.0 მილიარდი დოლარი; 6 კანადა $64.1 მილიარდი დოლარი; 7 ბრაზილია $59.2 მილიარდი დოლარი; 8 ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულები $53.6 მილიარდი დოლარი; 9 ავსტრალია $53.5 მილიარდი დოლარი; 10 ეგვიპტე $46.6 მილიარდი დოლარი; 11 არაბთა გაერთიანებული საამიროები $45.6 მილიარდი დოლარი; 12 მექსიკა $36.9 მილიარდი დოლარი; 13 კაიმანის კუნძულები $35.9 მილიარდი დოლარი; 14 საფრანგეთი $33.7 მილიარდი დოლარი; 15 ესპანეთი $30.5 მილიარდი დოლარი; 16 ინდოეთი $27.6 მილიარდი დოლარი; 17 იტალია $24.7 მილიარდი დოლარი; 18 ინდონეზია $24.2 მილიარდი დოლარი; 19 ვიეტნამი $20.2 მილიარდი დოლარი; 20 შვედეთი $18.3 მილიარდი დოლარი; 21 ისრაელი $16.8 მილიარდი დოლარი; 22 საუდის არაბეთი $15.7 მილიარდი დოლარი; 23 კორეის რესპუბლიკა $15.2 მილიარდი დოლარი; 24 კოლუმბია $14.2 მილიარდი დოლარი; 25 პორტუგალია $14.1 მილიარდი დოლარი; 26 იაპონია $13.4 მილიარდი დოლარი; 27 პოლონეთი $12.7 მილიარდი დოლარი; 28 ავსტრია $11.5 მილიარდი დოლარი; 29 არგენტინა $11.4 მილიარდი დოლარი; 30 ჩილე $11.4 მილიარდი დოლარი; 31 მალაიზია $11.3 მილიარდი დოლარი; 32 ჩინეთი, ტაივანის პროვინცია $10.9 მილიარდი დოლარი; 33 ნორვეგია $10.8 მილიარდი დოლარი; 34 თურქეთი $10.6 მილიარდი დოლარი; 35 ტაილანდი $10.6 მილიარდი დოლარი; 36 ჩეხეთი $10.2 მილიარდი დოლარი; 37 ნიდერლანდები (სამეფო) $9.28 მილიარდი დოლარი; 38 ფილიპინები $8.94 მილიარდი დოლარი; 39 ომანი $8.69 მილიარდი დოლარი; 40 გაიანა $8.63 მილიარდი დოლარი; 41 კვიპროსი $7.39 მილიარდი დოლარი; 42 საბერძნეთი $7.30 მილიარდი დოლარი; 43 დანია $6.90 მილიარდი დოლარი; 44 რუმინეთი $6.20 მილიარდი დოლარი; 45 პერუს $5.89 მილიარდი დოლარი; 46 უნგრეთი $5.74 მილიარდი დოლარი; 47 გერმანია $5.72 მილიარდი დოლარი; 48 სერბეთი $5.64 მილიარდი დოლარი; 49 მალტა $5.37 მილიარდი დოლარი; 50 დომინიკის რესპუბლიკა $4.52 მილიარდი დოლარი; 51 კამბოჯა $4.40 მილიარდი დოლარი; 52 ხორვატია $4.38 მილიარდი დოლარი; 53 კოსტა რიკა $4.32 მილიარდი დოლარი; 54 ეთიოპია $3.98 მილიარდი დოლარი; 55 კოტ დ'ივუარი $3.80 მილიარდი დოლარი; 56 მოზამბიკი $3.55 მილიარდი დოლარი; 57 მაკაო (ჩინეთი SAR) $3.53 მილიარდი დოლარი; 58 რუსეთის ფედერაცია $3.35 მილიარდი დოლარი; 59 უკრაინა $3.33 მილიარდი დოლარი; 60 უგანდა $3.31 მილიარდი დოლარი; 61 ლიტვა $3.27 მილიარდი დოლარი; 62 კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა $3.11 მილიარდი დოლარი; 63 ბულგარეთი $3.09 მილიარდი დოლარი; 64 უზბეკეთი $2.84 მილიარდი დოლარი; 65 პანამა $2.83 მილიარდი დოლარი; 66 მონღოლეთი $2.78 მილიარდი დოლარი; 67 პაკისტანი $2.57 მილიარდი დოლარი; 68 ბაჰრეინი $2.48 მილიარდი დოლარი; 69 სამხრეთ აფრიკა $2.47 მილიარდი დოლარი; 70 ნამიბია $2.06 მილიარდი დოლარი; 71 სენეგალი $2.02 მილიარდი დოლარი; 72 ფინეთი $1.85 მილიარდი დოლარი; 73 ლიბანი $1.84 მილიარდი დოლარი; 74 სლოვაკეთი $1.84 მილიარდი დოლარი; 75 გვინეა $1.83 მილიარდი დოლარი; 76 ტანზანია $1.72 მილიარდი დოლარი; 77 ალბანეთი $1.72 მილიარდი დოლარი; 78 ბელორუსია $1.71 მილიარდი დოლარი; 79 გვატემალა $1.69 მილიარდი დოლარი; 80 განა $1.67 მილიარდი დოლარი; 81 ახალი ზელანდია $1.65 მილიარდი დოლარი; 82 თურქმენეთი $1.65 მილიარდი დოლარი; 83 მაროკო $1.64 მილიარდი დოლარი; 84 იორდანია $1.64 მილიარდი დოლარი; 85 ვენესუელა $1.63 მილიარდი დოლარი; 86 საქართველო $1.57 მილიარდი დოლარი; 87 მავრიტანია $1.53 მილიარდი დოლარი; 88 კენია $1.50 მილიარდი დოლარი; 89 ბაჰამის კუნძულები $1.45 მილიარდი დოლარი; 90 ირანი $1.45 მილიარდი დოლარი; 91 ალჟირი $1.44 მილიარდი დოლარი; 92 ჩრდილოეთ მაკედონია $1.36 მილიარდი დოლარი; 93 ნიკარაგუა $1.35 მილიარდი დოლარი; 94 სლოვენია $1.30 მილიარდი დოლარი; 95 ბანგლადეში $1.27 მილიარდი დოლარი; 96 ზამბია $1.24 მილიარდი დოლარი; 97 ლატვია $1.21 მილიარდი დოლარი; 98 გაბონი $1.15 მილიარდი დოლარი; 99 ბოსნია და ჰერცეგოვინა $1.11 მილიარდი დოლარი; 100 მიანმარი $1.10 მილიარდი დოლარი; 101 ნიგერია $1.08 მილიარდი დოლარი; 102 ჩადი $1.02 მილიარდი დოლარი; 103 ჰონდურასი $994 მილიონი დოლარი; 104 ლაოსი $988 მილიონი დოლარი; 105 ტუნისი $936 მილიონი დოლარი; 106 კოსოვო $927 მილიონი დოლარი; 107 კამერუნი $925 მილიონი დოლარი; 108 რუანდა $819 მილიონი დოლარი; 109 მალდივები $806 მილიონი დოლარი; 110 ესტონეთი $783 მილიონი დოლარი; 111 სომალი $765 მილიონი დოლარი; 112 შრი-ლანკა $761 მილიონი დოლარი; 113 ლიბერია $747 მილიონი დოლარი; 114 ახალი კალედონია $726 მილიონი დოლარი; 115 მალი $709 მილიონი დოლარი; 116 ყირგიზეთი $705 მილიონი დოლარი; 117 მავრიკი $681 მილიონი დოლარი; 118 ელ სალვადორი $640 მილიონი დოლარი; 119 ქუვეითი $614 მილიონი დოლარი; 120 კონგო $604 მილიონი დოლარი; 121 მონტენეგრო $598 მილიონი დოლარი; 122 ზიმბაბვე $597 მილიონი დოლარი; 123 ბენინი $543 მილიონი დოლარი; 124 ნიგერი $526 მილიონი დოლარი; 125 ბოტსვანა $467 მილიონი დოლარი; 126 ყატარი $460 მილიონი დოლარი; 127 მადაგასკარი $413 მილიონი დოლარი; 128 პარაგვაი $400 მილიონი დოლარი; 129 მოლდოვის რესპუბლიკა $344 მილიონი დოლარი; 130 ბარბადოსი $303 მილიონი დოლარი; 131 პაპუა-ახალი გვინეა $303 მილიონი დოლარი; 132 სეიშელის კუნძულები $299 მილიონი დოლარი; 133 ტაჯიკეთი $291 მილიონი დოლარი; 134 ანტიგუა და ბარბუდა $289 მილიონი დოლარი; 135 სიერა ლეონე $274 მილიონი დოლარი; 136 გრენადა $267 მილიონი დოლარი; 137 ბოლივია $247 მილიონი დოლარი; 138 ტიმორ-ლესტე $247 მილიონი დოლარი; 139 ეკვადორი $232 მილიონი დოლარი; 140 გამბია $232 მილიონი დოლარი; 141 აზერბაიჯანი $231 მილიონი დოლარი; 142 მალავი $220 მილიონი დოლარი; 143 წმინდა ლუსია $217 მილიონი დოლარი; 144 ფიჯი $204 მილიონი დოლარი; 145 ისლანდია $189 მილიონი დოლარი; 146 ეკვატორული გვინეა $188 მილიონი დოლარი; 147 ბელიზი $166 მილიონი დოლარი; 148 პალესტინის სახელმწიფო $162 მილიონი დოლარი; 149 იამაიკა $156 მილიონი დოლარი; 150 კურასაო $155 მილიონი დოლარი; 151 სომხეთი $139 მილიონი დოლარი; 152 ბერმუდის $118 მილიონი დოლარი; 153 არუბა $103 მილიონი დოლარი; 154 ბუტანი $100 მილიონი დოლარი; 155 ესვატინი $93 მილიონი დოლარი; 156 ტოგო $84 მილიონი დოლარი; 157 ბურკინა ფასო $83 მილიონი დოლარი; 158 სამხრეთ სუდანი $83 მილიონი დოლარი; 159 პალაუ $69 მილიონი დოლარი; 160 ჯიბუტი $68 მილიონი დოლარი; 161 სენტ ვინსენტი და გრენადინები $68 მილიონი დოლარი; 162 კაბო ვერდე $64 მილიონი დოლარი; 163 ნეპალი $57 მილიონი დოლარი; 164 ტერქსისა და კაიკოსის კუნძულები $44 მილიონი დოლარი; 165 ჰაიტი $41 მილიონი დოლარი; 166 ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა $40 მილიონი დოლარი; 167 სინტ მარტენი (ჰოლანდიური ნაწილი) $37 მილიონი დოლარი; 168 დომინიკა $33 მილიონი დოლარი; 169 სოლომონის კუნძულები $33 მილიონი დოლარი; 170 ბურუნდი $32 მილიონი დოლარი; 171 ვანუატუ $29 მილიონი დოლარი; 172 გვინეა-ბისაუ $27 მილიონი დოლარი; 173 ბრუნეი დარუსალამი $26 მილიონი დოლარი; 174 სენტ კიტსი და ნევისი $26 მილიონი დოლარი; 175 ანგილა $23 მილიონი დოლარი; 176 სან-ტომე და პრინსიპი $22 მილიონი დოლარი; 177 დემ. კორეის სახალხო რეპუტაცია $19 მილიონი დოლარი; 178 კომორის კუნძულები $7 მილიონი დოლარი; 179 მონსერატი $4 მილიონი დოლარი; 180 სამოა $4 მილიონი დოლარი; 181 კუკის კუნძულები $2 მილიონი დოლარი; 182 კირიბატი $2 მილიონი დოლარი; 183 მარშალის კუნძულები $2 მილიონი დოლარი; 184 ნაურუ $0 მილიონი დოლარი; 185 ტუვალუ $0 მილიონი დოლარი; 186 ტონგა -$12 მილიონი დოლარი; 187 საფრანგეთის პოლინეზია -$14 მილიონი დოლარი; 188 სურინამი -$27 მილიონი დოლარი; 189 ერიტრეა -$28 მილიონი დოლარი; 190 ლესოტო -$42 მილიონი დოლარი; 191 ანგოლა -$136 მილიონი დოლარი; 192 ტრინიდადი და ტობაგო -$799 მილიონი დოლარი; 193 ურუგვაი -$1.74 მილიარდი დოლარი; 194 ყაზახეთი -$2.55 მილიარდი დოლარი; 195 ერაყი -$7.46 მილიარდი დოლარი; 196 ბელგია -$26.72 მილიარდი დოლარი; 197 ირლანდია -$38.89 მილიარდი დოლარი; 198 გაერთიანებული სამეფო -$40.00 მილიარდი დოლარი; 199 შვეიცარია -$60.71 მილიარდი დოლარი.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

₾4.3 მლნ რუსთავში ჰაერის გაუმჯობესებისთვის - დავით სონღულაშვილმა და ნინო ლაცაბიძემ მემორანდუმი გააფორმეს

₾4.3 მლნ რუსთავში ჰაერის გაუმჯობესებისთვის - დავით სონღულაშვილმა და ნინო ლაცაბიძემ მემორანდუმი გააფორმეს

BM.GE

26 მაისი ნინოშვილზე და საერთო იდეის ქვეშ გაერთიანებული ბიზნესები

26 მაისი ნინოშვილზე და საერთო იდეის ქვეშ გაერთიანებული ბიზნესები

BM.GE

City Mall-ის მფლობელი კომპანია ბათუმში, მოლის მშენებლობის დაწყებას 1 წელიწადში გეგმავს

City Mall-ის მფლობელი კომპანია ბათუმში, მოლის მშენებლობის დაწყებას 1 წელიწადში გეგმავს

BM.GE

30 მაისი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

30 მაისი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

BM.GE