მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რომელი ქვეყნები ხარჯავენ ყველაზე მეტს თავდაცვაზე?
რომელი ქვეყნები ხარჯავენ ყველაზე მეტს თავდაცვაზე?

რომელი ქვეყნები ხარჯავენ ყველაზე მეტს თავდაცვაზე?

BM.GE13 ივნისი, 2026, 02:00|bm.ge

რუსეთ-უკრაინის ომი ბოლო წლების და შეიძლება ითქვას, ბოლო ათწლეულების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მოვლენაა, რომელმაც გავლენა გლობალური ეკონომიკის აბსოლუტურად ყველა სფეროზე იქონია.

ამას ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტიც დაემატა, რომელმაც რეგიონში ვითარება არსებითად შეცვალა.

ერთი ინდუსტრია, რომელიც ომის ფონზე მნიშვნელოვნად გაიზარდა - გლობალური სამხედრო ინდუსტრიაა, რომელიც მოიაზრებს, როგორც სამხედრო სისტემებისა და იარაღის წარმოებას, ასევე ჯარისკაცების რაოდენობისა და სახელმწიფო სამხედრო ბიუჯეტების გაზრდას.

სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევითი ინსტიტუტის დათვლებით, გასულ წელს გლობალური სამხედრო დანახარჯები 10%-ით გაიზარდა და რეკორდული 2 ტრილიონ 880 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც უდიდესი ზრდაა, რომელიც 2010 წლის შემდეგ დაფიქსირდა.

სამხედრო ბიუჯეტების მოცულობამ განსაკუთრებით მკვეთრად ევროპაში იმატა, სადაც ზრდის მაჩვენებელი 13% იყო. ამასთან, სამხედრო ბიუჯეტი კიდევ უფრო მკვეთრად მოაბილიზეს რუსეთის მოსაზღვრე სახელმწიფოებმა - პოლონეთმა, ესტონეთმა და ლატვიამ.

ქვეყნები ყველაზე დიდი სამხედრო ბიუჯეტით:

1) აშშ - $954 მლრდ2) ჩინეთი - $336 მლრდ3) რუსეთი - $190 მლრდ4) გერმანია - $114 მლრდ5) ინდოეთი - $92 მლრდ6) ბრიტანეთი - $89 მლრდ7) უკრაინა - $84 მლრდ8) საუდის არაბეთი - $83 მლრდ9) საფრანგეთი - $68 მლრდ10) იაპონია - $62 მლრდ

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოში სამინისტროები 12-მდე მცირდება|როგორი იქნება მთავრობის სტრუქტურა?

საქართველოში სამინისტროები 12-მდე მცირდება|როგორი იქნება მთავრობის სტრუქტურა?

BM.GE

ტრეფიკინგთან ბრძოლა უცვლელი პრიორიტეტია - შრომის ინსპექცია

ტრეფიკინგთან ბრძოლა უცვლელი პრიორიტეტია - შრომის ინსპექცია

BM.GE

ტამანის პორტში დრონების დარტყმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა

ტამანის პორტში დრონების დარტყმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა

BM.GE

საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს

საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს

BM.GE