მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რომელი ქვეყნები ლიდერობენ ჩიპების წარმოებაში?
რომელი ქვეყნები ლიდერობენ ჩიპების წარმოებაში?

რომელი ქვეყნები ლიდერობენ ჩიპების წარმოებაში?

BM.GE30 მაისი, 2026, 04:30|bm.ge

თანამედროვე ტექნოლოგიურ ეპოქაში მიკროჩიპების ინდუსტრია გეოპოლიტიკური და ეკონომიკური გავლენის ერთ-ერთი მთავარი სფეროა, სადაც ლიდერობა რამდენიმე ძირითად ქვეყანას შორის არის განაწილებული.

არსებული ინფორმაციით, გლობალური მიწოდების ჯაჭვის უპირობო ლიდერი ტაივანია, რომელიც მსოფლიო ბაზრის 60%-ზე მეტს აკონტროლებს. ქვეყანაში ბაზირებული კომპანია TSMC უახლესი თაობის მიკროსკოპული ჩიპების გლობალური გამოშვების 90%-ზე მეტს უზრუნველყოფს, რადგან თითქმის ყველა მსხვილი ტექნოლოგიური კომპანია სწორედ მის პროდუქციას იყენებს.

რაც შეეხება სხვა მსხვილ მოთამაშეებს, ბაზრის დაახლოებით 15-18%-ს სამხრეთ კორეა იკავებს, რომელიც სპეციალიზებულია მეხსიერების ჩიპების წარმოებაში. ქვეყნის ინდუსტრიას სათავეში Samsung Electronics და SK Hynix უდგანან.

პარალელურად, პოზიციებს აძლიერებს ჩინეთიც, რომელიც აშშ-ის სანქციების ფონზე მილიარდობით დოლარის ინვესტიციას ახორციელებს ადგილობრივ წარმოებაში. ქვეყანა ძირითადად ორიენტირებულია ავტომობილებისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკისთვის განკუთვნილი, ძველი თაობის ჩიპების მასობრივ გამოშვებაზე, სადაც წამყვან როლს კომპანია SMIC ასრულებს.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უპირობოდ ლიდერობს ჩიპების არქიტექტურისა და დიზაინის შექმნაში, თუმცა უშუალოდ ფიზიკური წარმოების მხრივ აშშ-ზე გლობალური ბაზრის მხოლოდ 10-12% მოდის.

მასალებისა და მაღალტექნოლოგიური დანადგარების მიწოდების კუთხით კი ბაზარზე წამყვან პოზიციას იაპონია ინარჩუნებს, რომლის კომპანიებიც სილიციუმის ფირფიტებისა და სპეციფიკური ქიმიური ნივთიერებების წარმოებას ახორციელებენ.

ცნობისთვის, მიკროჩიპების გლობალურ ჯაჭვში კრიტიკულ როლს ასრულებს ნიდერლანდებიც. ქვეყანაში ბაზირებულია კომპანია ASML, რომელიც წარმოადგენს მსოფლიოში ულტრაიისფერი ლითოგრაფიის აპარატების ერთადერთ მწარმოებელს, რომლის გარეშეც უახლესი თაობის პროცესორების დამზადება შეუძლებელია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: წარმოების

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 42 სტატია.

  • „ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიასიმედი
  • ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიცნეტგაზეთი
  • მომღერალ ალექსანდრე მრელაშვილთან დაკავშირებით შსს-მ საქმის წარმოება დაიწყოფორმულა
  • Patriot-ის უკრაინაში წარმოების დაწყებამდე ტექნიკური დეტალები რჩებატვ პირველი
წარმოების →

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE