მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რომელი ქვეყნებიდან ყიდულობს საქართველო საწვავს|სტატისტიკა
რომელი ქვეყნებიდან ყიდულობს საქართველო საწვავს|სტატისტიკა

რომელი ქვეყნებიდან ყიდულობს საქართველო საწვავს|სტატისტიკა

BM.GE21 მაისი, 2026, 17:10|bm.ge

2026 წლის იანვარ-აპრილში საქართველომ უცხოეთიდან 471.3 მილიონი დოლარის ღირებულების 590 ათასი ტონა ნავთობპროდუქტები შეიძინა, რაც თანხობრივად წინა წელთან შედარებით 19%-ით, რაოდენობრივად კი 12%-ით მეტია. ამასთან, თუკი მიმდინარე წლის იანვარში იმპორტის საშუალო ფასი ერთ ტონაზე 697 დოლარი იყო, აპრილში იმპორტირებული საწვავის საშუალო ფასმა ტონაზე 950 დოლარს მიაღწია, რაც 36%-იანი გაძვირებაა.

ქვეყნების მიხედვით, ყველაზე მეტი 172.7 მილიონი დოლარის ღირებულების საწვავი საქართველომ კვლავ რუსეთიდან შეიძინა, თუმცა იმპორტი 16%-ით არის შემცირებული, რაც მათ შორის განპირობებულია რუსეთის მიერ ბენზინის ექსპორტის აკრძალვით, რომელიც 2026 წლის 2 აპრილიდან ამოქმედდა და 31 ივლისამდე შენარჩუნდება.

რუსეთის შემდეგ იმპორტში მეორე ადგილს იკავებს თურქეთი 57 მილიონი დოლარით, საიდანაც იმპორტი წელს 549%-ით გაიზარდა, მესამე პოზიციაზე კი რუმინეთია 46 მილიონი დოლარით.

2026 წლის იანვარ-აპრილში საქართველომ ნავთობპროდუქტები შემდეგი ქვეყნებიდან შეიძინა:

• რუსეთი: $173 მილიონი დოლარი | 255,167 ტონა | -16% კლება • თურქეთი: $57 მილიონი დოლარი | 49,980 ტონა | +549% ზრდა • რუმინეთი: $46 მილიონი დოლარი | 62,935 ტონა | -42% კლება • ბულგარეთი: $38 მილიონი დოლარი | 44,556 ტონა | -39% კლება • აზერბაიჯანი: $36 მილიონი დოლარი | 41,981 ტონა | +511% ზრდა.

გარდა იმპორტის ღირებულებისა, ნავთობპროდუქტების საბოლოო ფასზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს აქციზის გადასახადიც. 2026 წლის იანვარ-აპრილში მთავრობამ საწვავის აქციზიდან 234 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ეს თანხა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 19%-ით, ანუ 19 მილიონი ლარით არის გაზრდილი.

გადახდილი აქციზიდან 116.5 მილიონი ლარი წარმოადგენდა ბენზინის აქციზის გადასახადს (კლება წინა წელთან 2%); 75 მილიონი ლარი იყო დიზელის საწვავის აქციზი (კლება წინა წელთან 8%) ხოლო სხვა ნავთობპროდუქტების აქციზი კი 42.2 მილიონ ლარს შეადგენდა (ზრდა წინა წელთან 188%). შესაბამისად, მიმდინარე წელს დიზელისა და ბენზინის აქციზის შემოსავლები შემცირებულია, სხვა კატეგორიის საწვავის აქციზის შემოსავლები კი მზარდია. არსებული მდგომარეობით, ერთი ლიტრი ბენზინის აქციზის გადასახადი 37 თეთრს, ლიტრი დიზელის აქციზის გადასახადი კი 33.5 თეთრს შეადგენს.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თბილისის სავაჭრო მოლებში 5 წელიწადში იჯარის ღირებულება 101%-ით გაიზარდა - Galt&Taggart

თბილისის სავაჭრო მოლებში 5 წელიწადში იჯარის ღირებულება 101%-ით გაიზარდა - Galt&Taggart

BM.GE

ზემო ლარსთან მისასვლელი გზის მძიმე მდგომარეობა გადამზიდველებს რუსეთ–აზერბაიჯანის მარშრუტისკენ უბიძგებს - TRANSCOR

ზემო ლარსთან მისასვლელი გზის მძიმე მდგომარეობა გადამზიდველებს რუსეთ–აზერბაიჯანის მარშრუტისკენ უბიძგებს - TRANSCOR

BM.GE

"საქართველოს ღვინის სექტორის კონკურენტუნარიანობა ვენახით იწყება" - FAO-მ მევენახეებისთვის ტრენერთა პროგრამა დაასრულა

"საქართველოს ღვინის სექტორის კონკურენტუნარიანობა ვენახით იწყება" - FAO-მ მევენახეებისთვის ტრენერთა პროგრამა დაასრულა

BM.GE

შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

შეავსე განაცხადი 2026 წლის მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

BM.GE