მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რომელი უწყებები არიან ყველაზე მსხვილი შემსყიდველი - 2025 წლის TOP-10
რომელი უწყებები არიან ყველაზე მსხვილი შემსყიდველი - 2025 წლის TOP-10

რომელი უწყებები არიან ყველაზე მსხვილი შემსყიდველი - 2025 წლის TOP-10

BM.GE20 მაისი, 2026, 19:22|bm.ge

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც გასულ წელს შესყიდვების სისტემით სულ 6.4 მილიარდი ლარის კონტრაქტები გაფორმდა, რაც 2024 წელთან შედარებით 21%-ით ნაკლებია.

გაფორმებული კონტრაქტებიდან 1.7 მილიარდი ლარი მოდის ათ უწყებაზე, რომლებმაც ყველაზე დიდი ღირებულების ხელშეკრულებები დადეს 2025 წელს. მათ შორის პირველ პოზიციას იკავებს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი 562 მილიონი ლარით, მეორე ადგილზეა თბილისის მერია 205 მილიონი ლარით, მესამე პოზიციას კი 176 მილიონი ლარით ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი იკავებს.

2025 წელს 10 უმსხვილესი შემსყიდველი ორგანიზაცია ასე ნაწილდება:

# შემსყიდველი ორგანიზაცია ხელშეკრულება დადებული ტენდერების რაოდენობა სახელშეკრულებო ღირებულების ჯამი 1 ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი 78 562,254,808 ლარი; 2 ქ. თბილისის მერია 237 205,356,669 ლარი; 3 საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი 52 176,002,117 ლარი; 4 ა(ა)იპ ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო 92 159,142,203 ლარი; 5 თბილისის სატრანსპორტო კომპანია 174 133,690,874 ლარი; 6 აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო 8 129,610,455 ლარი; 7 სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო 73 103,164,810 ლარი; 8 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 412 93,972,276 ლარი; 9 შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია 30 76,033,781 ლარი; 10 ქალაქ ქუთაისის მერია 211 69,023,164 ლარი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE