მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რონალდინიოს პირველი სტუმრობა ბათუმში: ფეხბურთის ლეგენდა Cipriani Batumi-ს რეზიდენციის პირველი მფლობელი გახდა
რონალდინიოს პირველი სტუმრობა ბათუმში: ფეხბურთის ლეგენდა Cipriani Batumi-ს რეზიდენციის პირველი მფლობელი გახდა

რონალდინიოს პირველი სტუმრობა ბათუმში: ფეხბურთის ლეგენდა Cipriani Batumi-ს რეზიდენციის პირველი მფლობელი გახდა

BM.GE9 ნოემბერი, 2026, 21:06|bm.ge

ფეხბურთის ბრაზილიელი ლეგენდა, რონალდინიო გაუჩო, ბათუმს პირველად ეწვია და ORBI GROUP-ის და BLOCK GROUP-ის ერთობლივ პროექტის, Cipriani Batumi-ს წარდგენისადმი მიძღვნილ ექსკლუზიურ ღონისძიებას დაესწრო. ლეგენდარული ფეხბურთელი Cipriani Batumi-ს პროექტში რეზიდენციის პირველი მფლობელი გახდა. პროექტის გახსნის საზეიმო ღონისძიებაზე რეზიდენციის გასაღები რონალდინიოს სიმბოლურად ORBI GROUP-ის გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი კვერღელიძემ გადასცა.

Cipriani Batumi რეგიონში იტალიური ბრენდის Cipriani-ს პირველი და საქართველოში პირველი ულტრა ლუქს-კლასის პროექტია, რომელსაც ORBI GROUP და BLOCK GROUP ერთად განახორციელებენ. Cipriani-ს საერთაშორისო სტანდარტები და ფართომასშტაბიან პროექტებში ORBI GROUP-ს გამოცდილება ერთობლივად, ბათუმის უძრავი ქონების ლუქს სეგმენტში ახალ ფურცელს გადაშლის.

4 ნოემბერს, შავი ზღვის სანაპიროზე Cipriani-ს ბრენდის ახალი პროექტის წარდგენის ღონისძიებას მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად ბიზნეს-ლიდერები და საერთაშორისო საზოგადოების წევრები ესწრებოდნენ. ცერემონიას დაესწრო საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე, რომელმაც დეველოპერებთან და აჭარის თავჯდომარესთან ერთად მშენებლობის ოფიციალური დაწყების აღსანიშნად ადგილზე საძირკველში „დროის კაფსულა“ ჩადო.

Cipriani-ის ბრენდის შესახებ

Cipriani-ს ისტორია 1931 წელს დაიწყო, როდესაც ჯუზეპე ჩიპრიანმა ვენეციაში "ჰარის ბარი" (Harry’s Bar) გახსნა. თბილი და სტუმართმოყვარე გარემოთი გამორჩეული ეს პატარა სივრცე მალევე იქცა ხელოვანების, არისტოკრატებისა და მწერლების თავშეყრის ადგილად. სტუმრები ბარში მარტინის დასალევად მიდიოდნენ, თუმცა საინტერესო საუბრების გამო რჩებოდნენ. ადგილი, რომელიც ისეთ პიროვნებებს იზიდავდა, როგორებიც ერნესტ ჰემინგუეი და ქეთრინ ჰეპბერნი იყვნენ, მალევე გახდა ცნობილი თავისი მომხიბვლელი ატმოსფეროთი და დელიკატური, სტუმრების საჭიროებებზე მორგებული მომსახურებით. ამჟამად Cipriani-ს ბრენდი მოიცავს, როგორც რესტორნებს, ისე გასტრო პროდუქტებს, კერძო კლუბებს, სასტუმროებს და რეზიდენციებს. Cipriani-ს რესტორნები მსოფლიოს წამყვან ქალაქებშია, ნიუ-იორკიდან, მაიამიდან და მონტე-კარლოდან დუბაიმდე და ჰონგ-კონგამდე, ხოლო რეზიდენციები, მათ შორის, ნიუ-იორკში, მაიამიში და პუნტა დელ ესტეში.

Cipriani Batumi-ს შესახებ

Cipriani Batumi იტალიური ბრენდის, Cipriani, პირველი პროექტია რეგიონში. მას ORBI GROUP და BLOCK GROUP ახორციელებენ. კომპლექსი მოიცავს სასტუმროს, კერძო რეზიდენციებს, პირველ ჩიპრიანის კაზინოს ევროპაში, რესტორნებს, კერძო ბიჩ ქლაბს, ღია და დახურულ აუზებს, ბოლრუმს და ექსკლუზიურ პენტჰაუსებს. აღნიშნული პროექტი შექმნის ერთიან სივრცეს დასვენების, ბინადრობისა და მაღალი სტანდარტის ცხოვრებისთვის. Cipriani-ს შემოსვლა ბათუმში ბრენდის რეგიონული გაფართოების პროცესის ახალი ეტაპია. ეს პირველი ნაბიჯია ქალაქში ულტრა ლუქს უძრავი ქონების სეგმენტის განვითარებისთვის.

ღონისძიების პარალელურად, დაიწყო რეზიდენციების რეზერვაციის პროცესი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

2026 წლის საგარეო ვალის გეგმა ₾777 მილიონით მცირდება - მიზეზები საინვესტიციო პროექტების დაბალი ათვისებაა

2026 წლის საგარეო ვალის გეგმა ₾777 მილიონით მცირდება - მიზეზები საინვესტიციო პროექტების დაბალი ათვისებაა

BM.GE

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წინანდლის მამულში რიგით მეოთხე ღვინის სიმპოზიუმი გაიმართა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წინანდლის მამულში რიგით მეოთხე ღვინის სიმპოზიუმი გაიმართა

BM.GE

6 წელს მიუღწეველი ბავშვების პირველ კლასში ჩარიცხვას 2027-2028 სასწავლო წლისთვისაც ითხოვენ

6 წელს მიუღწეველი ბავშვების პირველ კლასში ჩარიცხვას 2027-2028 სასწავლო წლისთვისაც ითხოვენ

BM.GE

"საქონლის ხორცი გაძვირდება" - ბექა გონაშვილი მიზეზებზე

"საქონლის ხორცი გაძვირდება" - ბექა გონაშვილი მიზეზებზე

BM.GE