მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რუმინეთში „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მინისტერიალი იმართება - რა საკითხები განიხილება შეხვედრაზე
რუმინეთში „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მინისტერიალი იმართება - რა საკითხები განიხილება შეხვედრაზე

რუმინეთში „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მინისტერიალი იმართება - რა საკითხები განიხილება შეხვედრაზე

BM.GE23 ნოემბერი, 2026, 16:16|bm.ge

ბუქარესტში „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ პროექტის მინისტერიალი იმართება. როგორც აზერბაიჯანული სააგენტო Trend წერს, მონაწილე ქვეყნები [აზერბაიჯანი; საქართველო; რუმინეთი და უნგრეთი] პროექტის მიმდინარე პროგრესს განიხილავენ და სამომავლო ნაბიჯებს შეათანხმებენ.

მინისტერიალში მონაწილეობას საქართველოს ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილიც მიიღებს.

სამინისტროს ინფორმაციით, მინისტერიალზე „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლები პროექტის განხორციელების პროცესში მიღწეულ პროგრესს, ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევის შედეგებსა და პროექტის განვითარების შემდგომ ნაბიჯებს განიხილავენ. ყურადღება ასევე დაეთმობა მიმდინარე აქტუალურ საკითხებსა და პროექტის პრაქტიკული განხორციელებისთვის საჭირო ღონისძიებების იდენტიფიცირებას.

ღონისძიებაში მონაწილეობას ასევე მიიღებენ რუმინეთის, აზერბაიჯანის და უნგრეთის ენერგეტიკის მინისტრები.

"მწვანე ენერგეტიკული დერეფანი“ არის ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო გადაცემის პროექტი, რომელშიც ოთხი სახელმწიფოა ჩართული. პროექტი ითვალისწინებს ჯამში 3.9 გიგავატი (GW) სიმძლავრის გადამცემი დერეფნის შექმნას, რომელიც შედგება სამი ხაზისგან [თითოეული 1.3 GW სიმძლავრის]. სრულ გამტარუნარიანობას დერეფანი 2040 წლისთვის მიაღწევს. პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება შეფასებულია 22 მილიარდ ევროდ, საიდანაც 14.3 მილიარდი ევრო ელექტროენერგიის გადამცემ ინფრასტრუქტურას მოხმარდება, ხოლო 7.8 მილიარდი - განახლებადი ენერგიის გენერაციის სიმძლავრეებს.

სპეციალურად ამ პროექტისთვის ბუქარესტში რეგისტრირებული ერთობლივი საწარმოც (GECO) შეიქმნა, რომელშიც 25-25%-იან წილებს ფლობენ ოთხივე ქვეყნის ეროვნული ოპერატორები, მათ შორის საქართველოს - სახელმწიფო ელექტროსისტემა. პროექტთან დაკავშირებით შეთანხმება ოთხი წლის წინ შედგა. კერძოდ, 2022 წლის 17 დეკემბერს საქართველოს, აზერბაიჯანს, რუმინეთსა და უნგრეთს შორის „მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე“ ოთხმხრივი შეთანხმება გაფორმდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

შსს და პროკურატურა 225 ახალი ჰიბრიდული ავტომობილის შესყიდვას ₾12.7 მილიონად გეგმავენ

შსს და პროკურატურა 225 ახალი ჰიბრიდული ავტომობილის შესყიდვას ₾12.7 მილიონად გეგმავენ

BM.GE

აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ნაწილს გაზი აღარ შეუწყდება - გაზსადენზე სამუშაოები გადაიდო

აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ნაწილს გაზი აღარ შეუწყდება - გაზსადენზე სამუშაოები გადაიდო

BM.GE

გიორგი ოკმელაშვილი თავისუფალია

გიორგი ოკმელაშვილი თავისუფალია

BM.GE

თიბისის დაუჯერებელი Black Friday

თიბისის დაუჯერებელი Black Friday

BM.GE