მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების წარმომადგენლები ერთმანეთს შეხვდნენ
რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების წარმომადგენლები ერთმანეთს შეხვდნენ

რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების წარმომადგენლები ერთმანეთს შეხვდნენ

BM.GE25 სექტემბერი, 2026, 17:30|bm.ge

ტელეკომპანია CNN-ის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი და რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდის ხელმძღვანელი კირილ დმიტრიევი აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ ვიტკოფსა და ამერიკის ლიდერის სიძე ჯარედ კუშნერს შეხვდა.

როგორც ირკვევა, მხარეებმა გამართულ შეხვედრაზე აშშ-რუსეთის თანამშრომლობა და უკრაინაში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება განიხილეს.

მედია არ ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რა საკითხები შეათანხმეს მომლაპარაკებლებმა, თუმცა ცნობილია, რომ მათ ამ შეხვედრას წინ სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის 5 სექტემბრის ვიზიტი უძღოდა მოსკოვში. მაშინ ამერიკელ წარმომადგენლებს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უმასპინძლა. მომდევნო დღეს კი ისინი კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდნენ.

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მოგვარების პროცესში აქტიურადაა ჩართული და ვითარების დიპლომატიური გზით განმუხტვას ცდილობს. პროცესს უშუალოდ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უძღვება, თუმცა თეთრ სახლში დაბრუნების მე-2 წელსაც კი მის მცდელობას რეალური შედეგი არ გამოუღია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 272 სტატია.

  • რუსეთის სასამართლომ ტყვეობაში მყოფ საქართველოს მოქალაქეს პატიმრობა შეუფარდატვ პირველი
  • უკრაინის დელეგაცია აშშ-სა და რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის აბუ-დაბიში გაემგზავრაფორმულა
  • ვიღებ მილოცვებს – ხოშტარია რუსეთში „დროას“ არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადებაზენეტგაზეთი
  • ამერიკის შუამავლობით, უკრაინის და რუსეთის სამმხრივი მოლაპარაკებები 10-11 ნოემბერს აბუ-დაბიში გაიმართებარუსთავი 2
რუსეთის →

მსგავსი სტატიები

BYD-ის ჰიპერქარმა 503 კმ/სთ სიჩქარით მსოფლიო რეკორდი დაამყარა

BYD-ის ჰიპერქარმა 503 კმ/სთ სიჩქარით მსოფლიო რეკორდი დაამყარა

BM.GE

გაუგებარი ახალი ტარიფები, საცობები და ინფრასტრუქტურული შეფერხებები - რა პრობლემები რჩება გუდაურში სეზონის წინ?

გაუგებარი ახალი ტარიფები, საცობები და ინფრასტრუქტურული შეფერხებები - რა პრობლემები რჩება გუდაურში სეზონის წინ?

BM.GE

OpenAI-მ და Anthropic-მა უსაფრთხოებისა და ფინანსების მართვის ახალი ხელსაწყოები წარადგინეს

OpenAI-მ და Anthropic-მა უსაფრთხოებისა და ფინანსების მართვის ახალი ხელსაწყოები წარადგინეს

BM.GE

ვინ შეიძლება შეიყვანოს ისრაელის ახალ მთავრობაში გადი ეიზენკოტმა?

ვინ შეიძლება შეიყვანოს ისრაელის ახალ მთავრობაში გადი ეიზენკოტმა?

BM.GE