მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციას ₾7.8 მილიონი დაემატა - ახალი ტენდერები ტროტუარებისთვის
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციას ₾7.8 მილიონი დაემატა - ახალი ტენდერები ტროტუარებისთვის

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციას ₾7.8 მილიონი დაემატა - ახალი ტენდერები ტროტუარებისთვის

BM.GE6 აგვისტო, 2026, 17:27|bm.ge

თბილისის მერია რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროექტს 7.8 მილიონ ლარს ამატებს - ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ორი დამატებითი ტენდერიდან ირკვევა, რომელთა აღწერის თანახმადაც საუბარია ჭოველიძის ქუჩიდან მეტრო რუსთაველამდე ტროტუარების რეაბილიტაციაზე. ტენდერებს დეტალური საპროექტო აღწერები არ ახლავს თან, მათში მონაწილეობის მიღება კომპანიებს 17 აგვისტომდე შეეძლებათ.

არსებული მდგომარეობით, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე კომპანია "სმარტ სოლუშენსი" მუშაობს, რომელმაც სამუშაოები ნოემბრამდე უნდა დაასრულოს. თავის მხრივ, კომპანიის დირექტორმა, ლევან გოგსაძემ BMG-ის ჯერ კიდევ 29 ივლისს განუცხადა, რომ სავარაუდოდ პროექტის 100-დღიან ვადაში დასრულება ვერ მოესწრება.

პარალელურად, კომპანია GWP რუსთაველის გამზირზე სასმელი წყლის და კანალიზაციის ინფრასტრუქტურასაც ცვლის, რაშიც 12.5 მილიონი ლარის ინვესტიციას ახორციელებს.

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია 23 ივლისს, 00:00 საათიდან დაიწყო. გამზირსა და მერაბ კოსტავას ქუჩის ნაწილზე ყველა ტიპის ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად შეიზღუდა.

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სარეაბილიტაციო სამუშაოები ნოემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს.

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული 20 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერებში გამარჯვებული მიმდინარე თვის დასაწყისში გამოვლინდა. კონტრაქტორად ერთადერთი მონაწილე კომპანია შპს "სმარტ სოლუშენსი" შეირჩა. სავარაუდო ფასის - 19,954,650 ლარის ნაცვლად, კომპანიამ სამუშაოების შესასრულებლად 19,772,982 ლარი მოითხოვა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"[უცხოური] კომპანიები ტენდერებში დემპინგურ ფასად შედიან" - რატომ ითხოვს ინფრასტრუქტურის დარგი საფასო შეღავათებს?

"[უცხოური] კომპანიები ტენდერებში დემპინგურ ფასად შედიან" - რატომ ითხოვს ინფრასტრუქტურის დარგი საფასო შეღავათებს?

BM.GE

როგორი იყო გასული კვირა გლობალური ბირჟებისთვის?

როგორი იყო გასული კვირა გლობალური ბირჟებისთვის?

BM.GE

მშენებარე ბინა, ახალი მანქანა და დანაზოგი - გენერალური პროკურორის ახალი დეკლარაცია

მშენებარე ბინა, ახალი მანქანა და დანაზოგი - გენერალური პროკურორის ახალი დეკლარაცია

BM.GE

საქართველოს შრომის ბაზარზე სტაგნაციაა - გიორგი ხიშტოვანი

საქართველოს შრომის ბაზარზე სტაგნაციაა - გიორგი ხიშტოვანი

BM.GE