მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რუსული Gazprom-ის აქციები ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა
რუსული Gazprom-ის აქციები ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა

რუსული Gazprom-ის აქციები ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა

BM.GE23 ივნისი, 2026, 14:23|bm.ge

მოსკოვის ბირჟის მონაცემებით, რუსული სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია Gazprom-ის აქციების ფასი, 2006 წლის შემდეგ პირველად, 100 რუბლზე დაბლა დაეცა, რაც ახალი ისტორიული მინიმუმია.

გასული 12 თვის განმავლობაში კომპანიის კაპიტალიზაცია დაახლოებით მეხუთედით შემცირდა. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის პიკურ მაჩვენებელთან შედარებით, კომპანიის აქციები 72%-ით არის გაუფასურებული.

აქციების ფასის მკვეთრი ვარდნა რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა, რომელთა შორის უმთავრესი უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის გამო რუსულ ენერგორესურსებზე სანქციების დაწესება და ევროპული ბაზრის ჩაკეტვაა. ამასთან, ნეგატიურ დინამიკაზე გავლენა აშშ-ირანს შორის მოლაპარაკებების პროგრესით გამოწვეულმა ნავთობის ფასების კლებამ და ჩინეთთან ახალი გაზის ხელშეკრულების გაფორმების ჩაშლამ იქონია.

ანალიტიკოსების განმარტებით, ინვესტორების განწყობაზე გასულ კვირას მოსკოვის ნავთოგადამამუშავებელ ქარხანაზე უკრაინული დრონების თავდასხმამაც იმოქმედა, რომელმაც Gazprom-ის ინფრასტრუქტურაც დააზიანა.

ამ ყველაფრის ფონზე, ნათელია, რომ Gazprom-ი ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ სისტემურ კრიზისს განიცდის თავისი არსებობის ისტორიაში და რაც ყველაზე უარესია, პრობლემა დროსთან ერთად უფრო მეტად მწვავდება, ხოლო ზარალის მოცულობა - იზრდება.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ZEG Storytelling Festival

ZEG Storytelling Festival

BM.GE

ვინც 1-ელ ოქტომბრამდე ფიქციურ ქორწინებაში ყოფნას აღიარებს, არ დაისჯება - დარახველიძე

ვინც 1-ელ ოქტომბრამდე ფიქციურ ქორწინებაში ყოფნას აღიარებს, არ დაისჯება - დარახველიძე

BM.GE

SpaceX-ის აქციები 30%-ით დაეცა და კაპიტალიზაცია $600 მილიარდით შემცირდა

SpaceX-ის აქციები 30%-ით დაეცა და კაპიტალიზაცია $600 მილიარდით შემცირდა

BM.GE

მომდევნო თვეებში ვნახავთ ინფლაციის ზრდის ტემპის შენელებას - Galt&Taggart

მომდევნო თვეებში ვნახავთ ინფლაციის ზრდის ტემპის შენელებას - Galt&Taggart

BM.GE