მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რუსული Sberbank-ი საკუთარი ხელოვნური ინტელექტის GigaChat-ის განვითარებისთვის ჩინურ ჩიპებს გამოიყენებს
რუსული Sberbank-ი საკუთარი ხელოვნური ინტელექტის GigaChat-ის განვითარებისთვის ჩინურ ჩიპებს გამოიყენებს

რუსული Sberbank-ი საკუთარი ხელოვნური ინტელექტის GigaChat-ის განვითარებისთვის ჩინურ ჩიპებს გამოიყენებს

BM.GE25 მაისი, 2026, 04:55|bm.ge

რუსულმა ფინანსურმა ინსტიტუტმა, Sberbank-მა საკუთარი ხელოვნური ინტელექტის მოდელ GigaChat-ის ფუნქციონირებისთვის ჩინური მიკროჩიპების გამოყენების გადაწყვეტილება მიიღო. ბანკის გენერალურმა დირექტორმა გერმან გრეფმა ეს გეგმა ვლადიმირ პუტინის ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში საჯაროდ დაადასტურა.

როგორ ცნობილია, დასავლური სანქციებისა და მკაცრი შეზღუდვების გათვალისწინებით, მოსკოვს საერთაშორისო ტექნოლოგიურ ბაზარზე მოწინავე აპარატურის შესყიდვის შესაძლებლობა შეზღუდული აქვს. შესაბამისად, ამ ნაბიჯით ის საკუთარი პროექტების განხორციელებას ალტერნატიული მომწოდებლის დახმარებით შეეცდება.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ რუსული ფინანსური ინსტიტუტის ეს ინიციატივა აზიურ ბაზარზე დიდ კონკურენციას აწყდება. ადგილობრივი წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიები Huawei-ს წარმოების Ascend 950 ტიპის ჩიპების შესყიდვას თავად ცდილობენ. შესაბამისად, Sberbank-ის კონკურენტია ბაზრის ისეთი ცნობილი მოთამაშე, როგორიცაა ByteDance-ი.

აღსანიშნი ფაქტია, რომ გერმან გრეფს შესასყიდი მოწყობილობების არც ზუსტი დასახელება და არც შესაძლო რაოდენობა ჯერ საჯაროდ არ დაუკონკრეტებია.

ცნობისთვის, ხელოვნური ინტელექტის განვითარების მიმართულებით რუსეთი აშშ-სა და ჩინეთის მაჩვენებლებს საგრძნობლად ჩამორჩება. ქვეყანა სენსიტიურ სფეროებში, მათ შორის თავდაცვის ინდუსტრიაში, უცხოურ მოწყობილობებზე კვლავ სრულად დამოკიდებული რჩება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE