მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სააგენტომ „მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაციის“ წინააღმდეგ მოკვლევა დაიწყო
სააგენტომ „მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაციის“ წინააღმდეგ მოკვლევა დაიწყო

სააგენტომ „მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაციის“ წინააღმდეგ მოკვლევა დაიწყო

BM.GE28 მაისი, 2026, 15:45|bm.ge

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ა(ა)იპ „მგვ საქართველოს“ საჩივრის საფუძველზე მოკვლევა დაიწყო. საქმე ეხება ბაზარზე დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენებას.

უწყების ცნობით, საჩივარი შეეხება ა(ა)იპ „მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ასოციაციის“ მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის სავარაუდო დარღვევის ფაქტს.

მომჩივანი მხარის, „მგვ საქართველოს“ განცხადებით, მოპასუხე ასოციაცია მისი წევრი კომპანიების ორგანიზაციიდან გასვლის პროცესს ხელოვნურად აფერხებს.

მომჩივნის განმარტებით, აღნიშნული ქმედება ხელს უშლის კომპანიებს, გაწევრიანდნენ ალტერნატიულ მგვ ორგანიზაციაში. მათივე ინფორმაციით, ეს შეფერხებები შეეხო იმ მწარმოებლებს, რომლებმაც გამოთქვეს ა(ა)იპ „მგვ საქართველოში“ გადასვლის სურვილი.

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში უკვე შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, რომელსაც საკითხის დეტალური შესწავლა დაევალა.

კანონმდებლობის თანახმად, სააგენტო გადაწყვეტილებას მოკვლევის დაწყებიდან 6 თვის ვადაში იღებს, თუმცა საკითხის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, შესაძლოა საქმის შესწავლის პროცესი 18 თვემდე გაგრძელდეს.

სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, ასოციაციას საერთო კრება მართავს, რომლის თავმჯდომარე წევრიც გიორგი გულიაშვილია. სხვა პირების ჩამონათვალი კი შემდეგია:

• ნერუ ჩანქსელიანი • თემურ ფხაკაძე • ვასილ გვარაძე • ვლადიმერ ბლაგიძე

რაც შეეხება მგვ საქართველოს. აიპ-ის დირექტორი ზვიად თედოზაშვილია. დამფუძნებელთა საბჭო კი შემდეგი კომპანიებისგან შედგება:

• წევრი: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს სინათლე; • წევრი: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს კორეან ელექტრონიქს; • წევრი: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს ტექნო ბუმი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

BM.GE

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

BM.GE