მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საბანკო სფეროში მაღალი კონცენტრაცია საკმაოდ კომპლექსური პრობლემაა - ნათია თურნავა
საბანკო სფეროში მაღალი კონცენტრაცია საკმაოდ კომპლექსური პრობლემაა - ნათია თურნავა

საბანკო სფეროში მაღალი კონცენტრაცია საკმაოდ კომპლექსური პრობლემაა - ნათია თურნავა

BM.GE18 მაისი, 2026, 19:51|bm.ge

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ნათია თურნავა მიიჩნევს, რომ საბანკო სფეროში მაღალი კონცენტრაცია კომპლექსურ პრობლემას წარმოადგენს - ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მაღალი კონცენტრაციის შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხისას განაცხადა.

ნათია თურნავას თქმით, სებ-ი კონცენტრირებულია ისეთი ზომების მიღებაზე, რომლებიც ბაზარზე კონკურენციის დონეს ხელს შეუწყობს. მისი თქმით, საბანკო სისტემაში კონცენტრაციაზე დადებით გავლენას მოახდენს "ბაზისბანკის" მიერ "ლიბერთი ბანკის" შეძენა, ასევე სებ-ის მიერ ფინტეკებთან და ღია ბანკინგთან დაკავშირებით მიღებული ცვლილებები.

"ეს არის საკმაოდ კომპლექსური პრობლემა, რომელიც დღეს არ შექმნილა. იცით, რომ ისტორიულად მაღალკონცენტრირებულია ჩვენი საბანკო სისტემა, სადაც ორი წამყვანი საფინანსო ინსტიტუტია და ასე ჩამოყალიბდა წლების განმავლობაში, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ ჩვენ მაქსიმალური ძალისხმევა არ მივმართოთ, რომ ხელი შევუწყოთ კონკურენციას. დღესდღეობით რამდენიმე პოზიტიური განვითარებაა ამ მიმართულებით.

მოხდა "ბაზისბანკის" და "ლიბერთი ბანკის" გაერთიანება და შერწყმა მიმდინარეობს. იმის მიუხედავად რომ ორ დიდ ბანკთან შედარებით მაინც პატარაა გაერთიანებული ბანკი, მაინც მეტ შესაძლებლობას აძლევს იყოს უფრო აქტიური, გასცეს უფრო დიდი ზომის სესხები რეალურ ეკონომიკაზე. ასევე შეეძლება სხვა ბანკებთან ერთად უფრო მეტი სინდიცირებული სესხი გასცეს და საპროცენტო განაკვეთების მიმართულებითაც იყოს უფრო კონკურენტული.

მეორე მიმართულებაა კანონმდებლობის განვითარებით საგადახდო სექტორის მხარდაჭერა. ეს სექტორი შეიძლება ითქვას რომ საგადახდო პროვაიდერები უკვე კონკურირებენ ჩვენ კომერციულ ბანკებთან და ეს სფერო აღარ არის ისეთი კონცენტრირებული, როგორიც ადრე იყო, მათ შორის ღია ბანკინგის წესების დამკვიდრებით და ფინტექების წახალისებით, ვფიქრობთ, ეს შესაძლებელია იყოს მეტად კონკურენტული და საკომისიოები შემცირდეს", - განაცხადა ნათია თურნავამ.

2026 წლის პირველი კვარტალის მდგომარეობით, ორი უმსხვილესი ბანკის აქტივები მთლიანად საბანკო სისტემის 75%-ს შეადგენს, ხოლო ამ ბანკების მოგება მთლიანად სისტემის მოგების 86%-ს შეადგენს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

BM.GE