მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სად ცხოვრობენ ულტრამდიდარი ადამიანები?
სად ცხოვრობენ ულტრამდიდარი ადამიანები?

სად ცხოვრობენ ულტრამდიდარი ადამიანები?

BM.GE12 ივნისი, 2026, 23:53|bm.ge

The Wealth Report 2026 მონაცემებით, გლობალურ ბაზარზე ულტრამაღალი კაპიტალის მქონე პირთა რაოდენობის მკვეთრი მატება ფიქსირდება. არსებული ინფორმაციით, 2021 წლიდან 2026 წლამდე პერიოდში, იმ ადამიანების რიცხვი, რომელთა ქონება $30 მილიონს აღემატება, ყველაზე დიდი მოცულობით აშშ-ში გაიზრდება.

პროგნოზის მიხედვით, ამ ვადებში ამერიკას თითქმის 67 000 ახალი ულტრამდიდარი მოქალაქე შეემატება, რაც ჩინეთის შესაბამის მაჩვენებელზე დაახლოებით სამჯერ მეტია.

ამერიკელების ასეთი ტემპით გამდიდრება პირდაპირ კავშირშია საფონდო ბირჟის ზრდასთან, რადგან ულტრამდიდარი ადამიანების ქონების უდიდესი ნაწილი სწორედ აქციების ბაზართან არის დაკავშირებული.

გლობალურ რეიტინგში მეორე პოზიციას 22 000-ზე მეტი ახალი მულტიმილიონერით ჩინეთი იკავებს და ის გლობალური კაპიტალის ფორმირების ერთ-ერთ უმსხვილეს ცენტრად რჩება. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ აბსოლუტურ მაჩვენებლებში ამერიკის შეერთებულ შტატებს კონკურენციას ვერცერთი სხვა ქვეყანა ვერ უწევს. ექსპერტთა შეფასებით, ამერიკაში სიმდიდრის ამგვარ მასშტაბურ გენერირებას უოლ-სტრიტი, ტექნოლოგიური სექტორი და მაღალი ზრდის პოტენციალის მქონე კერძო კომპანიების კონცენტრაცია განაპირობებს.

ამასთან, კვლევაში წარმოდგენილია იმ ქვეყნების რეიტინგიც, სადაც ულტრამდიდარ მოქალაქეთა რაოდენობის ზრდა ყველაზე თვალსაჩინოა. ხუთწლიან ჭრილში ლიდერი სახელმწიფოების სია და მატება ასე ნაწილდება: გერმანიაში მაჩვენებელი 9 273-ით გაიზრდება, ინდოეთში — 7 716-ით, შვეიცარიაში — 4 968-ით, ავსტრალიაში — 4 036-ით, ხოლო საფრანგეთში — 3 781-ით. რეიტინგის მომდევნო პოზიციებს გაერთიანებული სამეფო (3 005), იტალია (2 886), ესპანეთი (2 708), იაპონია (2 609), სინგაპური (2 529), ისრაელი (2 276), კანადა (2 267) და თურქეთი (2 034) იკავებენ.

პარალელურად, ანალიტიკოსები ყურადღებას პროცენტული ზრდის დინამიკაზეც ამახვილებენ. მიუხედავად იმისა, რომ აშშ ახალი მილიონერების რაოდენობით ლიდერობს, პროცენტული თვალსაზრისით ყველაზე მაღალი ზრდა შედარებით მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყნებში ფიქსირდება. კერძოდ, პოლონეთსა და კატარში ულტრამდიდარი მოსახლეობის რაოდენობა სავარაუდოდ გაორმაგდება, ხოლო ინდოეთი იმ იშვიათ გამონაკლისებს შორისაა, რომელიც მოწინავე პოზიციებს როგორც ახალი კაპიტალის მოცულობით, ისე პროცენტული ზრდის ტემპით იკავებს.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას კანონმდებლობის გადახედვისკენ მოუწოდებს

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას კანონმდებლობის გადახედვისკენ მოუწოდებს

BM.GE

EU-ის წევრი სახელმწიფოები უკრაინასა და მოლდოვას გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნას დათანხმდნენ

EU-ის წევრი სახელმწიფოები უკრაინასა და მოლდოვას გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პირველი კლასტერის გახსნას დათანხმდნენ

BM.GE

ქვეყნები, რომლებსაც სარკინიგზო ქსელი არ აქვთ

ქვეყნები, რომლებსაც სარკინიგზო ქსელი არ აქვთ

BM.GE

10 ქვეყანა, რომლებიც გლობალურ ვაჭრობას აკონტროლებენ

10 ქვეყანა, რომლებიც გლობალურ ვაჭრობას აკონტროლებენ

BM.GE