მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სად ვყიდულობთ ახალ და გაყინულ თევზს, რომელიც აპრილში გაძვირდა?
სად ვყიდულობთ ახალ და გაყინულ თევზს, რომელიც აპრილში გაძვირდა?

სად ვყიდულობთ ახალ და გაყინულ თევზს, რომელიც აპრილში გაძვირდა?

BM.GE25 მაისი, 2026, 03:16|bm.ge

საქართველოში აპრილში თევზი გაძვირდა. უფრო კონკრეტულად, ახალი თევზის ფასი 24%-ით, ხოლო გაყინული თევზის 17.6%-ით გაიზარდა. ამის პარალელურად, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი იმპორტიც.

საქსტატის საგარეო ვაჭრობის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში $4.4 მილიონის ღირებულების 539 ტონა ახალი თევზი შემოვიდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში იმპორტი $2.2 მილიონის 259 ტონას შეადგენდა. შედეგად, იმპორტი ღირებულებაში 97.7%-ით, ხოლო მოცულობაში 108.1%-ით გაიზარდა.

ახალი თევზის მთავარი იმპორტიორი ქვეყანა თურქეთია, საიდანაც საქართველომ $3.1 მილიონის, 412 ტონა პროდუქცია შეიძინა. შემდეგ მოდიან ნორვეგია - $1.1 მილიონი, 97 ტონა და ჩილე - $129 ათასი, 18 ტონა. მცირე მოცულობით ახალი თევზი ასევე შემოვიდა სომხეთიდან, შრი-ლანკიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან და ნიდერლანდებიდან.

რაც შეეხება გაყინულ თევზს, 2026 წლის პირველ ოთხ თვეში იმპორტმა $17.3 მილიონი და 5 153 ტონა შეადგინა. 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში მაჩვენებელი $13.8 მილიონი და 5 380 ტონა იყო. შესაბამისად, ღირებულებაში იმპორტი 24.8%-ით გაიზარდა, თუმცა მოცულობაში 4.2%-ით შემცირდა, რაც პროდუქტის გაძვირებაზე მიუთითებს.

გაყინული თევზის უმსხვილესი მომწოდებელი ჩილეა - $4.3 მილიონი და 668 ტონა. მას მოსდევს აშშ - $2.1 მილიონი, 708 ტონა; ესპანეთი - $1.2 მილიონი, 541 ტონა; ისლანდია - $1.1 მილიონი, 317 ტონა და დანია - $1 მილიონი, 279 ტონა.

იმპორტიორ ქვეყნებს შორის ასევე არიან ტაივანი (ჩინეთის პროვინცია), არგენტინა, ჩინეთი, ნორვეგია და ლატვია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

BM.GE