მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სად ყიდულობს საქართველო სანთელს, რომლის იმპორტიც ძვირდება
სად ყიდულობს საქართველო სანთელს, რომლის იმპორტიც ძვირდება

სად ყიდულობს საქართველო სანთელს, რომლის იმპორტიც ძვირდება

BM.GE12 მაისი, 2026, 16:02|bm.ge

2025 წელს საქართველოში $1.5 მილიონის ღირებულების 277 ტონა სანთლები, ცვილის წვრილი სანთლები და ანალოგიური ნაკეთობები შემოვიდა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით შეგვიძლია ვთქვა, რომ იმპორტი მცირედით გაძვირდა, რადგან 2024 წელს თითქმის ამავე რაოდენობის სანთელში 1 მილიონ 454 ათასი დოლარი გადავიხადეთ.

სანთლების მთავარი იმპორტიორი ქვეყანა საქართველოსთვის ჩინეთია. გასულ წელს აქედან 889 ათასი დოლარის ღირებულების 197 ტონა სანთელი შემოვიდა. პირველ ხუთეულში ასევე შედიან პოლონეთი 90.5 ათასი დოლარით, ბულგარეთი 85 ათასი დოლარით, ბელგია 83 ათასი დოლარით და თურქეთი 54 ათასი დოლარით.

2026 წლის პირველ კვარტალში კი საქართველოში სულ 290.5 ათასი დოლარის ღირებულების 45 ტონა სანთლის იმპორტი მოხდა, რაც ასევე წლიურად მცირედით გაზრდილი მაჩვენებელია. წელს იანვარ-მარტის პერიოდისთვის, სანთლის მთავარი იმპორტიორი ქვეყნები ჩინეთი, ბულგარეთი და გერმანია არიან.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, პუტინმა მას არჩევნებში გამარჯვება არ მიულოცა

ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, პუტინმა მას არჩევნებში გამარჯვება არ მიულოცა

BM.GE

განიხილება საბაჟო გზავნილებზე მოქმედი შეღავათების ცვლილების მიზანშეწონილობა|ფინანსთა სამინისტრო

განიხილება საბაჟო გზავნილებზე მოქმედი შეღავათების ცვლილების მიზანშეწონილობა|ფინანსთა სამინისტრო

BM.GE

საუდის არაბეთი აშშ-ირანის ომში ოფიციალურად ჩაერთო

საუდის არაბეთი აშშ-ირანის ომში ოფიციალურად ჩაერთო

BM.GE

6 თვეში ექსპლუატაციაში შესული სპორტული ობიექტების ფართობი 2440%-ით გაიზარდა - სტატისტიკა

6 თვეში ექსპლუატაციაში შესული სპორტული ობიექტების ფართობი 2440%-ით გაიზარდა - სტატისტიკა

BM.GE