მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "სადახლოზე" ₾45 000-მდე ღირებულების მედიკამენტების მანქანაში გაკეთებული სამალავით შემოიტანეს - საგამოძიებო სამსახური
"სადახლოზე" ₾45 000-მდე ღირებულების მედიკამენტების მანქანაში გაკეთებული სამალავით შემოიტანეს - საგამოძიებო სამსახური

"სადახლოზე" ₾45 000-მდე ღირებულების მედიკამენტების მანქანაში გაკეთებული სამალავით შემოიტანეს - საგამოძიებო სამსახური

BM.GE2 ოქტომბერი, 2026, 14:18|bm.ge

საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადმოტანასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე ერთი პირი ამხილეს.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული ღონისძიების შედეგად გამოვლინდა, რომ სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქემ, საბაჟო-გამშვები პუნქტი „სადახლოს“ გავლით, საბაჟო კონტროლისგან მალულად, მის მიერ მართული მსუბუქი ავტომობილის საბარგულში განთავსებულ ბუნებრივი აირის ავზში, სპეციალურად მოწყობილი სამალავის გამოყენებით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე სხვადასხვა დასახელების მედიკამენტები გადმოიტანა, რომელთა საბაჟო ღირებულებამ 44 892 ლარი შეადგინა.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

OpenAI-ს აგენტებს უკვე ბარათით გადახდაც შეუძლიათ - სტარტაპმა ChatGPT Wallet-ი წარადგინა

OpenAI-ს აგენტებს უკვე ბარათით გადახდაც შეუძლიათ - სტარტაპმა ChatGPT Wallet-ი წარადგინა

BM.GE

აზერბაიჯანთან ახალ პროექტს ვგეგმავთ, ერთობლივი გამშვები პუნქტის, რომელიც ტვირთის გატარების დროს შეამცირებს - გენადი არველაძე

აზერბაიჯანთან ახალ პროექტს ვგეგმავთ, ერთობლივი გამშვები პუნქტის, რომელიც ტვირთის გატარების დროს შეამცირებს - გენადი არველაძე

BM.GE

Diamondback Energy-მ შეიძლება Double Eagle-ის აქტივები $5 მილიარდად შეიძინოს

Diamondback Energy-მ შეიძლება Double Eagle-ის აქტივები $5 მილიარდად შეიძინოს

BM.GE

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა არავის სჯეროდა, მაგრამ დავიწყეთ - გენადი არველაძე

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა არავის სჯეროდა, მაგრამ დავიწყეთ - გენადი არველაძე

BM.GE