მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) წევრი გახდა
სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) წევრი გახდა

სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) წევრი გახდა

BM.GE4 მაისი, 2026, 16:30|bm.ge

საქართველოს ბიზნეს ასოციაციას ქვეყნის სადაზღვევო სექტორის ერთ-ერთი ლიდერი კომპანია „ალდაგი“ შეუერთდა, რომელიც ბაზარზე 35-წლიანი გამოცდილებითაა წარმოდგენილი.

აღსანიშნავია, რომ „ალდაგი“ დღესაც ინარჩუნებს ინდუსტრიის წამყვანი კომპანიის სტატუსს, რაც დასტურდება როგორც MSME და კორპორაციულ, ისე საცალო დაზღვევის სეგმენტებში. კომპანიის პორტფელი 150,000-მდე დაზღვეულ მომხმარებელს აერთიანებს, რომელთაც 80-ზე მეტ მრავალფეროვან პროდუქტს სთავაზობს.

კომპანიის ფინანსური სიმყარე და მართვის მაღალი სტანდარტი საერთაშორისო დონეზეა აღიარებული. 2023 წელს „ალდაგი“ გახდა პირველი სადაზღვევო კომპანია საქართველოში, რომელმაც AM Best-ის გლობალური რეიტინგი მოიპოვა, ხოლო 2025 წელს რეიტინგი კიდევ უფრო გაუმჯობესდა: ფინანსური სიძლიერის მაჩვენებელი B+, ხოლო საკრედიტო რეიტინგი bbb - კატეგორიამდე გაიზარდა. „ალდაგის“ ლიდერობას რეგიონულ მასშტაბით ადასტურებს ისეთი პრესტიჟული გამოცემების ჯილდოები, როგორიცაა Euromoney, World Finance და Global Brand Magazine.

„ალდაგი“ მუდმივად ნერგავს ინოვაციებს და ქმნის ახალ პრეცედენტებს: 2022 წელს კომპანიამ გადაზღვევის მიმართულება დააფუძნა, რითაც გახდა პირველი მოთამაშე ბაზარზე, რომელიც ერთდროულად დაზღვევისა და გადაზღვევის სეგმენტებშია წარმოდგენილი.

ინოვაციურობისთვის კომპანიას მიღებული აქვს Global Compact Georgia-ს სოციალური პასუხისმგებლობის ჯილდო. 500-მდე პროფესიონალით დაკომპლექტებული გუნდი უზრუნველყოფს, რომ ალდაგი დარჩეს ყველაზე აღიარებულ ბრენდად და მომავალზე ორიენტირებულ პარტნიორად, რომელიც მომხმარებელს ევროპული სტანდარტის სერვისებს სთავაზობს.

„მოხარულნი ვართ, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგებს შემოუერთდა ისეთი მაღალი რეპუტაციისა და მყარი ფინანსური მაჩვენებლების მქონე კომპანია, როგორიც „ალდაგია“. სადაზღვევო სექტორის განვითარება პირდაპირპროპორციულია ქვეყანაში ბიზნესის მდგრადობისა და ეკონომიკური სტაბილურობის. დარწმუნებული ვარ, „ალდაგის“ მრავალწლიანი გამოცდილება, მათი ინოვაციური მიდგომები და საერთაშორისო სტანდარტებისადმი ერთგულება მნიშვნელოვან ღირებულებას შემატებს ჩვენს ასოციაციას. მივესალმები ჩვენს დიდ ბიზნეს გაერთიანებაში და მზად ვართ მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის“ განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE