მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სადეგუსტაციო დარბაზები, ნიმუშების მიმღები პუნქტი - ღვინის ეროვნული სააგენტო დამატებით შენობას აშენებს|ბიუჯეტი ₾1,5 მლნ-ია
სადეგუსტაციო დარბაზები, ნიმუშების მიმღები პუნქტი - ღვინის ეროვნული სააგენტო დამატებით შენობას აშენებს|ბიუჯეტი ₾1,5 მლნ-ია

სადეგუსტაციო დარბაზები, ნიმუშების მიმღები პუნქტი - ღვინის ეროვნული სააგენტო დამატებით შენობას აშენებს|ბიუჯეტი ₾1,5 მლნ-ია

BM.GE3 ივლისი, 2026, 17:20|bm.ge

ღვინის ეროვნული სააგენტო დამატებით შენობას იმატებს. როგორც 2 ივლისს გამოცხადებული ელექტრონული ტენდერის აღწერილობიდან ირკვევა, სააგენტოს სურს არსებული შენობის ანალოგიური შენობის მშენებლობა.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1 584 001 ლარია. წინადადებების მიღება 18 ივლისს დაიწყება და 23 ივლისს დასრულდება.

ღვინის ეროვნული სააგენტოს შენობა თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე, სოფლის მეურნეობის სამინისტროს შენობის მიმდებარედ მდებარეობს. სააგენტოს სურვილია, აშენდეს დამატებით ორსართულიანი შენობა, სადაც განთავსებული იქნება ღვინის სადეგუსტაციო კომისიის სამუშაო ზონა.

“შენობაში განთავსებული იქნება ღვინის ნიმუშების მიმღები პუნქტი, სადეგუსტაციო დარბაზ(ებ)ი, სათავსოები, თანამედროვე სტანდარტებით მოთხოვნილი და სამომავლოდ პროგნოზირებადი ყველა სხვა ინფრასტრუქტურა. მეორე სართულზე მოხვედრა შესაძლებელია შიდა კიბით და ლიფტის საშუალებით, სადაც განთავსდება სამუშაო ოთახები, შეხვედრების ოთახი, სამზარეულო და სხვა. შენობაში შესვლა ხდება დამოუკიდებლად, 2 შესასვლელით: პირველი - საერთო ჰოლში და მეორე - შენობის უკანა მხრიდან, საიდანაც მოხდება ღვინის ნიმუშების მიღება.

საპროექტო შენობის ფასადები მოპირკეთებული იქნება არსებული შენობის ანალოგიური მასალებით. კედლები გაილესება და შეიღებება თეთრი ფერით. კარ-ფანჯარა ყავისფერი მეტალოპლასტმასია, გადახურვა ორქანობიანია ბუნებრივი კრამიტი.

საპროექტო და არსებული შენობა ერთმანეთისგან გამოყოფილია სეისმური ნაკერის საშუალებით. აღნიშნულიდან გამომდინარე შენობები ქმნის ერთიან იერსახეს.

პროექტის მიხედვით ეზოში არსებულ ავტოსადგომებზე მოეწყობა გადახურვა, ასევე მოხდება გამწვანებული ზონის კეთილმოწყობა, დაირგვება ახალი მცენარეები და მოეწყობა მოსასვენებელი სივრცე”, - წერია სატენდერო დოკუმენტაციაში.

მშენებლობის საორიენტაციო ხანგრძლივობა შეადგენს 18 თვეს.

ცნობისთვის, სააგენტოს მთავრობამ სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვაზე თანხმობა 10 ივნისის განკარგულებით მისცა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რა წერია წერილში, რომელიც ღარიბაშვილის თქმით, ივანიშვილის დავალებით გამოუგზავნეს

რა წერია წერილში, რომელიც ღარიბაშვილის თქმით, ივანიშვილის დავალებით გამოუგზავნეს

BM.GE

ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

BM.GE

ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს და საზოგადოებას ვეტყვი ჩემს სიმართლეს - ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებას ავრცელებს

ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს და საზოგადოებას ვეტყვი ჩემს სიმართლეს - ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებას ავრცელებს

BM.GE

დღეიდან ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი ღარიბაშვილი

დღეიდან ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს - ირაკლი ღარიბაშვილი

BM.GE