მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "სადგური" საქორწილო მიმართულებას უბრუნდება - სივრცე მომხმარებლებს სრულ სერვისს შესთავაზებს
"სადგური" საქორწილო მიმართულებას უბრუნდება - სივრცე მომხმარებლებს სრულ სერვისს შესთავაზებს

"სადგური" საქორწილო მიმართულებას უბრუნდება - სივრცე მომხმარებლებს სრულ სერვისს შესთავაზებს

BM.GE15 მაისი, 2026, 03:20|bm.ge

ასურეთში მდებარე ტურისტული ობიექტი “სადგური” საქორწილო მიმართულებას უბრუნდება და მომხმარებლებს ღონისძიებების სრულ ორგანიზებას სთავაზობს.

როგორც ობიექტის დამფუძნებელმა რუსუდან ბარათაშვილი BMGTV-ის გადაცემა „ქალების ნარატივში“ განაცხადა, რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ სივრცემ ქორწილების მასპინძლობა კვლავ დაიწყო.

"პირველი წელი ვაკეთებდით ქორწილებს, შემდეგ აღარ ვაკეთებდით და ახლა გადავწყვიტეთ, რომ ისევ დაგვებრუნებინა ეს მიმართულება. უკვე გვქონდა ძალიან კარგი და სასიამოვნო ქორწილი", - განაცხადა რუსუდან ბარათაშვილმა.

მისივე თქმით, „სადგური“ ტრადიციული საქორწილო სივრცისგან განსხვავებულ გამოცდილებას ქმნის და აქცენტს ღია სივრცეზე, თავისუფალ გარემოსა და გასართობ აქტივობებზე აკეთებს.

"ეს უფრო მხიარული, თამაშებით სავსე ქორწილებია, ეზოში, ღია სივრცეში. ჩვენი ტერიტორია ამის შესაძლებლობას ნამდვილად იძლევა", - ამბობს ის.

დამფუძნებლის განმარტებით, ობიექტი მომხმარებლებს მხოლოდ სივრცეს არ სთავაზობს და ღონისძიებების სრულ ორგანიზებაში ერთვება, მათ შორის დეკორაციის, ყვავილების გაფორმების, მუსიკალური პროგრამისა და სხვადასხვა აქტივობის მიმართულებით.

"ქორწილი მთლიანად ჩვენით გავაკეთეთ - დეკორაციით, ყვავილებით და სხვა დეტალებით. ასურეთში ძალიან შემოქმედებითი ადამიანები არიან და მათთან ერთად ძალიან ლამაზ ღონისძიებებს ვაკეთებთ", - აღნიშნა რუსუდან ბარათაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, „სადგურს“ შეუძლია როგორც ქორწილების, ისე კორპორატიული ღონისძიებებისა და თიმბილდინგების სრული პაკეტის შეთავაზება. ამ დროისთვის სივრცეს დახურულ ნაწილში 200-მდე ადამიანის მიღება შეუძლია, ხოლო მთლიან ტერიტორიაზე, დაახლოებით 1000-მდე სტუმრის მასპინძლობა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

ფინანსური ხელმისაწვდომობა "ყველგან და ყველასთვის" - ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი Industry Talks-ის გენერალური პარტნიორია

ფინანსური ხელმისაწვდომობა "ყველგან და ყველასთვის" - ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი Industry Talks-ის გენერალური პარტნიორია

BM.GE