
საერთაშორისო კომპანიის სტატუსი ერთ კომპანიას მიენიჭა, ერთს - გაუუქმდა | განკარგულებები
საერთაშორისო საწარმოს სტატუსი კიდევ ერთმა კომპანიამ მიიღო, ერთს კი გაუუქმდა.
კერძოდ, 881-ე განკარგულებით ეს სტატუსი "თეფქლეფსს" გაუუქმდა, 882-ე განკარგულებით კი მთავრობამ ეს სტატუსი შპს პლატა საქართველოს მიანიჭა.
კომპანია „თექფლექსი“ 2022 წელს რეგისტრირებული კომპანიაა, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი კვიპროსზე რეგისტრირებული კომპანია „თაფქლაფია“, ხოლო დირექტორი რუსეთის მოქალაქე ანტონ სტაროვეროვია.
„პლატა საქართველო“ კი 2026 წლის თებერვალში დარეგისტრირდა და მის 100 %-ს კვიპროსზე რეგისტრირებული კომპანია „დიფტექ“ ფლობს. „პლატა საქართველოს“ დირექტორი ყაზახეთის მოქალაქე აიმარალ ანდოსოვაა.
უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო საწარმოს სტატუსი საქართველოს მთავრობის 25 თებერვლის განკარგულებით, 3 კომპანიას მიენიჭა. ეს კომპანიებია „ენიდესქ სოფთვეარ ჯორჯია“, „გოურაითი“ და "ათ თიმ".
საქართველოში საერთაშორისო კომპანიის სტატუსი 2020 წლის ბოლოდან არსებობს. მთავრობის გადაწყვეტილებით, მას იღებენ ის კომპანიები, რომლებიც IT და საზღვაო სფეროში საქმიანობენ და საქართველოდან უცხოეთში აწვდიან IT სერვისს ან ახორციელებენ საზღვაო გადაზიდვებს. ამ სტატუსის კომპანიები სპეციალური საგადასახადო შეღავათებით სარგებლობენ.
საერთაშორისო კომპანიაში დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული შემოსავალი 5%-ით იბეგრება, ასევე, საერთაშორისო კომპანიის მოგების გადასახადის განაკვეთია 5%.საერთაშორისო კომპანიის სტატუსს სულ 160-მდე კომპანია ფლობს. მათი უმეტესობა IT სერვისების მიწოდებით არის დაკავებული.
იმისათვის, რომ საქართველოს საწარმოს მიენიჭოს საერთაშორისო კომპანიის სტატუსი:• უნდა ჰქონდეს ნებადართული საქმიანობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;• შეიძლება იყოს არარეზიდენტი საწარმოს წარმომადგენელი საქართველოში, თუ ამ არარეზიდენტ საწარმოს აქვს ნებადართული საქმიანობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;• შეიძლება ჰყავდეს 50%-ზე მეტი წილის მქონე პარტნიორი საწარმო/ები და ამ პარტნიორს/ებს აქვს ნებადართული საქმიანობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება.
BM.GE
წყარო: bm.ge