მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საერთაშორისო სააგენტოებმა კავკასიის რეგიონის ქვეყნების საკრედიტო რეიტინგები გააუმჯობესეს
საერთაშორისო სააგენტოებმა კავკასიის რეგიონის ქვეყნების საკრედიტო რეიტინგები გააუმჯობესეს

საერთაშორისო სააგენტოებმა კავკასიის რეგიონის ქვეყნების საკრედიტო რეიტინგები გააუმჯობესეს

BM.GE13 ივლისი, 2026, 23:28|bm.ge

გავლენიანმა საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციებმა, Fitch-მა, S&P-მა და Moody's-მა განახლებული მონაცემები გამოაქვეყნეს, რომელთა თანახმადაც კავკასიის რეგიონში მდგრადი ეკონომიკური ზრდის ტენდენცია ფიქსირდება.

Moody's-მა ივნისში საქართველოს რეიტინგი Ba2 ნიშნულზე დატოვა, პერსპექტივა კი სტაბილურამდე გააუმჯობესა. სტაბილური BB რეიტინგი უცვლელად დატოვა სააგენტო Fitch-მაც, რომელმაც ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებით მონაცემები ბოლოს მაისში განაახლა. ორგანიზაციამ მიღებული გადაწყვეტილება მაღალ ფისკალურ მაჩვენებლებსა და შიდა პოლიტიკურ პოლარიზაციას შორის არსებული ბალანსით ახსნა. რაც შეეხება სააგენტო S&P-ს, მან საქართველოს მაჩვენებელი უცვლელად, BB დონეზე დატოვა. ორგანიზაციის შეფასებით, ქვეყანაში მთლიანი შიდა პროდუქტის მაღალი ზრდა მიმდინარე ანგარიშის მსხვილ დეფიციტს აბალანსებს.

რაც შეეხებათ ჩვენს მეზობლებს, სარეიტინგო სააგენტოების შეფასებებში აზერბაიჯანი ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს. სააგენტო Moody's-მა ქვეყანას საინვესტიციო დონის Baa3 რეიტინგი მიანიჭა და პოზიტიური პერსპექტივა განუსაზღვრა. ორგანიზაციამ ეს გადაწყვეტილება ენერგეტიკული სექტორიდან მიღებული მაღალი შემოსავლებით დაასაბუთა. სააგენტო Fitch-მა კი ივნისში ქვეყნის რეიტინგი უმაღლეს რეგიონულ BBB- დონეზე სტაბილური პერსპექტივით დატოვა. როგორც ორგანიზაციაში განმარტეს, ეს შედეგი ენერგორესურსების რეალიზაციით მიღებულმა ორმაგმა პროფიციტმა განაპირობა. რაც შეეხება S&P-ის მიერ გასული წლის ბოლოს გამოქვეყნებულ ანგარიშს, მასში აზერბაიჯანის რეიტინგი BB+ ნიშნულითა და პოზიტიური პერსპექტივითაა განსაზღვრული. ამ შემთხვევაშიც მთავარ ფაქტორებად მყარი საგარეო ფინანსური ბუფერები და ნავთობის სტაბილური ექსპორტი დასახელდა.

რაც შეეხება თურქეთს, ქვეყნის ეკონომიკურმა პოლიტიკამ საერთაშორისო შეფასებებზე დადებითი გავლენა იქონია. სააგენტო Moody's-მა თურქეთის რეიტინგი B1-დან Ba3 ნიშნულამდე გაზარდა. ორგანიზაციამ პოზიტიური ცვლილება ორთოდოქსულ მონეტარულ პოლიტიკაზე გადასვლით ახსნა. სააგენტო S&P-მა კი ქვეყნის მაჩვენებელი BB- დონემდე სტაბილური პერსპექტივით გააუმჯობესა. ანგარიშში ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ ქვეყანაში ეკონომიკის რებალანსირების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. რაც შეეხება სააგენტო Fitch-ს, მან აპრილში თურქეთის რეიტინგი B+-დან BB- ნიშნულამდე სტაბილური პერსპექტივით გაზარდა. ეს გადაწყვეტილება მაკროეკონომიკური მოწყვლადობის შემცირებამ განაპირობა.

სარეიტინგო სააგენტოების ანგარიშებში სომხეთის მიმართულებითაც პოზიტიური დინამიკა ფიქსირდება. სააგენტო Moody's-მა ქვეყნის რეიტინგი სტაბილური პერსპექტივით, Ba3 ნიშნულზე შეინარჩუნა. ორგანიზაციის ექსპერტების შეფასებით, სახელმწიფოს, მიუხედავად რეგიონული გეოპოლიტიკური რისკებისა, ეკონომიკური ზრდის მყარი პოტენციალი აქვს. სააგენტო S&P-მა სომხეთის რეიტინგი BB- დონეზე დატოვა, თუმცა პერსპექტივა პოზიტიურამდე გააუმჯობესა. ორგანიზაციამ ეს ნაბიჯი ქვეყნის მიერ ეკონომიკური შოკების შთანთქმის უნარით ახსნა. რაც შეეხება სააგენტო Fitch-ს, მან ივლისში სომხეთის მაჩვენებელი BB- ნიშნულზე დატოვა.

რაც შეეხება რუსეთს, მისი სუვერენული საკრედიტო რეიტინგი საერთაშორისო სანქციების გამო სამივე წამყვანმა სააგენტომ ჯერ კიდევ 2022 წელს გააუქმა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ევროპის ცხრა ქვეყანამ და უკრაინამ ანტიბალისტიკური კოალიცია შექმნეს

ევროპის ცხრა ქვეყანამ და უკრაინამ ანტიბალისტიკური კოალიცია შექმნეს

BM.GE

Meta-მ 1 კვირის წინ გამოშვებული ფოტოების გენერაციის პლატფორმა გააჩერა - რა გახდა მიზეზი?

Meta-მ 1 კვირის წინ გამოშვებული ფოტოების გენერაციის პლატფორმა გააჩერა - რა გახდა მიზეზი?

BM.GE

დონალდ ტრამპმა ირანში სამხედრო მოქმედებების განახლების შესახებ კონგრესს აცნობა

დონალდ ტრამპმა ირანში სამხედრო მოქმედებების განახლების შესახებ კონგრესს აცნობა

BM.GE

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა დონალდ ტრამპის ინიციატივას დასცინა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა დონალდ ტრამპის ინიციატივას დასცინა

BM.GE