მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საფონდო ბირჟამ ახალ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია
საფონდო ბირჟამ ახალ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

საფონდო ბირჟამ ახალ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

BM.GE29 მაისი, 2026, 20:10|bm.ge

აშშ-ირანის სამშვიდობო მოლაპარაკებების ფონზე დაწყებული აღმასვლის ტენდენცია ისევ გრძელდება - ამერიკულმა საფონდო ბირჟამ ახალ რეკორდულ ნიშნულამდე გაზრდა შეძლო.

კერძოდ, ძირითადი ინდექსის, S&P 500-ის მაჩვენებელმა 7,563 პუნქტს მიაღწია, რაც ისტორიული მაქსიმუმია. ერთწლიან პერიოდში ინდექსს თითქმის 28%-იანი ზრდა აქვს, რაც ისტორიულ საშუალო მაჩვენებელზე 2-ჯერ მეტია.

რეკორდული შედეგი აქვს Nasdaq-ის ტექნოლოგიურ ინდექსსაც, რომელიც ამჟამად 26,917-იან ნიშნულზე იმყოფება, რაც მსხვილი კომპანიების მკვეთრი ზრდით არის განპირობებული.

აღმასვლის მიზეზს რაც შეეხება - ის, პირველ რიგში, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დასრულების მოლოდინს და მსხვილი კომპანიების მიერ წარმოდგენილ ფინანსურ შედეგებს უკავშირდება, რომლებმაც ინვესტორების მოლოდინებს გადააჭარბეს და რეკორდული შემოსავლების მიღება შეძლეს.

ამასთან, საინვესტიციო ბანკებმა და ანალიტიკოსებმა AI-ბუშტის არსებობასთან დაკავშირებით შიშები უარყვეს და ამერიკული საფონდო ბირჟის ზრდის მოლოდინები გააუმჯობესეს. ექსპერტები ფიქრობენ, რომ ძლიერი კორპორაციული შემოსავლების ფონზე, წელს S&P 500-მა და Nasdaq-მა კიდევ არაერთი რეკორდის დაფიქსირება უნდა შეძლონ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE