მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საფონდო ბირჟამ ახალ რეკორდს მიაღწია
საფონდო ბირჟამ ახალ რეკორდს მიაღწია

საფონდო ბირჟამ ახალ რეკორდს მიაღწია

BM.GE14 მაისი, 2026, 16:57|bm.ge

უოლ-სტრიტზე აღმასვლის ტენდენცია ისევ გრძელდება - ამერიკულმა საფონდო ბირჟამ ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, კერძოდ, ძირითადი ინდექსის S&P 500-ის მაჩვენებელმა 7,444 პუნქტი შეადგინა, რაც ისტორიული მაქსიმუმია.

რეკორდული შედეგი აქვს Nasdaq-ის ტექნოლოგიურ ინდექსსაც, რომელიც ამჟამად 26,400-იან ნიშნულზე იმყოფება, რაც მსხვილი კომპანიების მკვეთრი ზრდით არის განპირობებული.

აღმასვლის მიზეზს რაც შეეხება - ის, პირველ რიგში, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დასრულების მოლოდინს და მსხვილი კომპანიების მიერ წარმოდგენილ ფინანსურ შედეგებს უკავშირდება, რომლებმაც ინვესტორების მოლოდინებს გადააჭარბეს და რეკორდული შემოსავლების მიღება შეძლეს.

ამასთან, პრეზიდენტი ტრამპი უმსხვილესი კომპანიების ხელმძღვანელებთან ერთად ჩინეთში იმყოფება, სადაც ახალი სავაჭრო შეთანხმებების გაფორმება და გარიგებების დაანონსება არის მოსალოდნელი.

გარდა ამისა, უოლ-სტრიტის ანალიტიკოსება და საინვესტიციო ბანკებმა S&P 500-ის და Nasdaq-ის ზრდის საპროგნოზო მაჩვენებლები არსებითად გააუმჯობესეს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ექსპერტები საფონდო ბირჟის მომავალს პოზიტიურად უყურებენ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

BM.GE