მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საფონდო ბირჟაზე ახალი რეკორდი დამყარდა
საფონდო ბირჟაზე ახალი რეკორდი დამყარდა

საფონდო ბირჟაზე ახალი რეკორდი დამყარდა

BM.GE15 მაისი, 2026, 20:25|bm.ge

უოლ-სტრიტზე აღმასვლის ტენდენცია ისევ გრძელდება - ამერიკულმა საფონდო ბირჟამ ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია, კერძოდ, ძირითადი ინდექსის S&P 500-ის მაჩვენებელმა 7,500 პუნქტი შეადგინა, რაც ისტორიული მაქსიმუმია.

რეკორდული შედეგი აქვს Nasdaq-ის ტექნოლოგიურ ინდექსსაც, რომელიც ამჟამად 26,630-იან ნიშნულზე იმყოფება, რაც მსხვილი კომპანიების მკვეთრი ზრდით არის განპირობებული.

აღმასვლის მიზეზს რაც შეეხება - ის, პირველ რიგში, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დასრულების მოლოდინს და მსხვილი კომპანიების მიერ წარმოდგენილ ფინანსურ შედეგებს უკავშირდება, რომლებმაც ინვესტორების მოლოდინებს გადააჭარბეს და რეკორდული შემოსავლების მიღება შეძლეს.

ამასთან, პრეზიდენტი ტრამპი უმსხვილესი კომპანიების ხელმძღვანელებთან ერთად ჩინეთში იმყოფებოდა, სადაც ახალი სავაჭრო შეთანხმებები გაფორმდა და გარიგებები დაანონსდა.

გარდა ამისა, უოლ-სტრიტის ანალიტიკოსება და საინვესტიციო ბანკებმა S&P 500-ის და Nasdaq-ის ზრდის საპროგნოზო მაჩვენებლები არსებითად გააუმჯობესეს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ექსპერტები საფონდო ბირჟის მომავალს პოზიტიურად უყურებენ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

BM.GE

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

BM.GE

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE