მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საფრანგეთის და გერმანიის საელჩოები პრესის თავისუფლების დღესთან დაკავშირებით, ქართველ ჟურნალისტებს სოლიდარობას უცხადებს
საფრანგეთის და გერმანიის საელჩოები პრესის თავისუფლების დღესთან დაკავშირებით, ქართველ ჟურნალისტებს სოლიდარობას უცხადებს

საფრანგეთის და გერმანიის საელჩოები პრესის თავისუფლების დღესთან დაკავშირებით, ქართველ ჟურნალისტებს სოლიდარობას უცხადებს

BM.GE3 მაისი, 2026, 18:40|bm.ge

საფრანგეთის და გერმანიის საელჩოები პრესის თავისუფლების დღესთან დაკავშირებით, ქართველ ჟურნალისტებს სოლიდარობას უცხადებენ.

საფრანგეთის საელჩოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ დემოკრატია შეუძლებელია სანდო ინფორმაციის გარეშე და დღეს ხარისხიანი ინფორმაცია ხშირად მყიფეა, რადგან მასზე გავლენას ახდენს პროპაგანდა და პოლიტიკური მარკეტინგი.

„ვინაიდან მოქალაქეებისთვის სანდო ინფორმაციის გარეშე დემოკრატია შეუძლებელია, ვინაიდან ხარისხიანი ინფორმაცია მწირი და მყიფე გახდა იმ დროს, როდესაც პროპაგანდა და პოლიტიკური მარკეტინგი ზოგჯერ მარტივი ჭეშმარიტების ძიებას ახშობს, საფრანგეთის საელჩოს საქართველოში, პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს, 3 მაისს, სურს, მხარდაჭერა დაუდასტუროს ყველა ქართველ ჟურნალისტს, რომლებიც, პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, თავიანთ საქმიანობას ასრულებენ გულმოდგინედ და გაბედულად, საზოგადოებრივი განხილვის გაშუქების მიზნით.

საჯარო ხელისუფლების პასუხისმგებლობაა ყველგან, შექმნას ისეთი პოლიტიკური და პრაქტიკული სამართლებრივი პირობები, რომელშიც შესაძლებელი იქნება ჟურნალისტების გამოხატვის აუცილებელი თავისუფლების განხორციელება“, - წერია საფრანგეთის საელჩოს განცხადებაში.

გერმანიის საელჩო კი წერს, მამაცი ხმების გარეშე სიმართლე სინათლეს ვერ ხედავს.

"დღეს პრესის თავისუფლების მსოფლიო დღე აღინიშნება. დღე, რომელიც გვახსენებს, რომ პრესის თავისუფლება არა პრივილეგია, არამედ ყველა დემოკრატიის ფუნდამენტია.

განსაკუთრებით, რთულ პერიოდებშია დამოუკიდებელი მედიის არსებობა აუცილებელი. იგი ხედავს, იმას, რასაც სხვები არ ამჩნევენ, ამხელს კორუფციას და ხალხს გამოხატვის შესაძლებლობას აძლევს.გერმანია მტკიცედ დგას იმ ჟურნალისტების გვერდით, რომლებიც ფაქტების გულისთვის საკუთარ უსაფრთხოებას რისკავენ.

აქ შეგიძლიათ მეტი გაიგოთ დამოუკიდებელი ქართული ონლაინ მედიის ქსელის „სინათლის“ მუშაობის შესახებ და/ან თვალი ადევნოთ სხვა დამოუკიდებელ ქართულ ონლაინ მედიებს: Sinatle Media • სინათლე მედია ყოველი გამოხმაურება და გაზიარება მნიშვნელოვანია!", - წერია გერმანიის საელჩოს განცხადებაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერია „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციების დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

ფინანსური ხელმისაწვდომობა "ყველგან და ყველასთვის" - ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი Industry Talks-ის გენერალური პარტნიორია

ფინანსური ხელმისაწვდომობა "ყველგან და ყველასთვის" - ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი Industry Talks-ის გენერალური პარტნიორია

BM.GE