
საფრანგეთში ინფლაცია 3.4%-მდე გაიზარდა
საფრანგეთში ევროკავშირის სტანდარტებით ჰარმონიზებული სამომხმარებლო ფასები სექტემბერში წლიურად 3.4%-ით გაიზარდა. ქვეყნის სტატისტიკის ეროვნული ინსტიტუტის (INSEE) მონაცემებით, ეს მაჩვენებელი აგვისტოში დაფიქსირებულ 2.6%-ს მკვეთრად აჭარბებს და 2024 წლის იანვრის შემდეგ უმაღლეს დონეს აღწევს.
ინფლაციის დაჩქარება ძირითადად ენერგორესურსებზე, მათ შორის ნავთობსა და გაზზე ფასების მკვეთრმა მატებამ, ასევე სასურსათო პროდუქტების გაძვირებამ განაპირობა.
აღსანიშნავია, რომ ევროზონის სიდიდით მეორე ეკონომიკაში ფასების მსგავსი ტემპით ზრდა მოსახლეობის მსყიდველობით უნარზე წნეხს აძლიერებს. თავის მხრივ, ეკონომიკური აქტივობის შენელებისა და ფისკალური გამოწვევების ფონზე, სამომხმარებლო კალათის გაძვირება ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას დამატებით დაბრკოლებებს უქმნის.
BM.GE
წყარო: bm.ge