მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საფრანგეთში სიცხეს სულ მცირე 18 ადამიანი ემსხვერპლა - ევროპაში რეკორდული ტემპერატურა ფიქსირდება
საფრანგეთში სიცხეს სულ მცირე 18 ადამიანი ემსხვერპლა - ევროპაში რეკორდული ტემპერატურა ფიქსირდება

საფრანგეთში სიცხეს სულ მცირე 18 ადამიანი ემსხვერპლა - ევროპაში რეკორდული ტემპერატურა ფიქსირდება

BM.GE23 ივნისი, 2026, 20:30|bm.ge

რამდენიმე დღეა ევროპის მასშტაბით მწვავე სიცხის ტალღა ფიქსირდება, რამაც რამდენიმე ქალაქში აქამდე არსებული ტემპერატურული რეკორდები მოხსნა - საფრანგეთში სიცხეს სულ მცირე 18 ადამიანი ემსხვერპლა - წერს Reuters-ი.

პარალელურად, როდესაც საფრანგეთში სკოლები დაიხურა ან ცხრილები შეიცვალა, ბრიტანელი სინოპტიკოსები პროგნოზირებენ, რომ მიმდინარე კვირის ტემპერატურამ, შესაძლოა, ივნისის რეკორდები მოხსნას.

საფრანგეთის დასავლეთით, მეღვინეობის რეგიონ ბორდოში, ტემპერატურა 41.9 გრადუსამდე გაიზარდა და შარშანდელი აგვისტოს რეკორდი მოხსნა. ცენტრალურ საფრანგეთში, კერძოდ პუატიეში, ტემპერატურამ 41.2 გრადუსს მიაღწია, რითაც 1947 წელს დაფიქსირებულ მაქსიმუმის გადააჭარბა.

ამავდროულად, ესპანეთის ტრადიციულად გრილ ჩრდილოეთ ნაწილში, სან-სებასტიანში, ტემპერატურამ 40 გრადუსს მიაღწია, რაც ორჯერ მეტია 22 ივნისის ისტორიულ საშუალო მაჩვენებელზე - იტყობინება Reuters Climate Monitor-ი, რომლის მონაცემებითაც ორშაბათს, 22 ივნისს, ევროპა თავის ისტორიულ კლიმატურ ნორმას ყველაზე მეტად დაშორდა.

მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის აპრილის ანგარიშის თანახმად, ევროპაში დათბობის ტემპი გლობალურ საშუალო მაჩვენებელზე ორჯერ უფრო სწრაფია.

ადგილობრივი მედიის ცნობით, საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ კარპენტრასში მაშველებმა მშობლის მიერ საოჯახო ავტომობილში დატოვებული 2 და 4 წლის ბავშვების გადარჩენა ვერ შეძლეს. ბორდოს რეგიონში კი 80-დან 95 წლამდე ასაკის სამი ხანდაზმული გარდაიცვალა სიცხის ტალღით გამოწვეული ჯანმრთელობის პრობლემების გამო. ორი დღის განმავლობაში 13 ადამიანი წყალში დაიხრჩო - შარშან, სიცხის ტალღების დროს, როდესაც მოსახლეობა გაგრილებას ცდილობდა, საფრანგეთში წყალში დახრჩობის შემთხვევები 172%-ით გაიზარდა.

როგორც ლონდონის იმპერიული კოლეჯის ექსტრემალური ამინდისა და კლიმატის მკვლევარმა კლერ ბარნსმა განმარტა, სიცხის ტალღა, რომელიც ევროპის დიდ ნაწილს მოიცავს, ცნობილია როგორც "ომეგა ბლოკირება", რადგან მას ბერძნული ასოს ფორმა აქვს - ცხელი ჰაერის მასა ცენტრშია მოქცეული, ხოლო მის გარშემო შედარებით გრილი ჰაერია.

"ის თბილ ჰაერს ჩრდილოეთ აფრიკიდან, საჰარადან იზიდავს, რის გამოც გვაქვს ასეთი ძლიერი სიცხე. ის ძალიან ნელა გადაადგილდება, რაც ნიშნავს, რომ ქარი თითქმის არ არის და გასაგრილებლად ნიავიც კი არ ქრის", - აღნიშნა მან.

ამავე დროს, დიდი ბრიტანეთის ეროვნულმა მეტეოროლოგიურმა სამსახურმა ორშაბათს განაცხადა, რომ ოთხდღიანმა სიცხემ შესაძლოა ზოგიერთ ადგილას ტემპერატურა 39 გრადუსზე მაღლა აიყვანოს, რითაც მარტივად მოიხსნება 1957 და 1976 წლებში დამყარებული ივნისის რეკორდი (35.6 C). სულ რამდენიმე კვირის წინ, ბრიტანეთმა მაისის თვის რეკორდული ტემპერატურაც დააფიქსირა.

Meteo-France-ის წინასწარი მონაცემებით, პარიზში ივნისის თვის ყველაზე მაღალი ტემპერატურა უნდა დაფიქსირებულიყო, სადაც თერმომეტრის სვეტმა 38.4 გრადუსს მიაღწია.

იტალიამ კი ორშაბათს სიცხის გამო განგაშის უმაღლესი - წითელი დონე 12 ქალაქში გამოაცხადა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

10 წელში ჩაის პლანტაციების ფართობი თითქმის განახევრდა, ციტრუსის ბაღები კი 8%-ით შემცირდა

10 წელში ჩაის პლანტაციების ფართობი თითქმის განახევრდა, ციტრუსის ბაღები კი 8%-ით შემცირდა

BM.GE

დონალდ ტრამპი სამხედრო კომპანიების ლიდერებთან შეხვედრას გეგმავს

დონალდ ტრამპი სამხედრო კომპანიების ლიდერებთან შეხვედრას გეგმავს

BM.GE

ჭარბი მიწოდება და ფასების კლება - რა ხდება ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე?|თემურ დიასამიძის ანალიზი

ჭარბი მიწოდება და ფასების კლება - რა ხდება ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე?|თემურ დიასამიძის ანალიზი

BM.GE

ტრამპმა ახალი Air Force One წარადგინა - რა ვიცით საპრეზიდენტო თვითმფრინავზე?

ტრამპმა ახალი Air Force One წარადგინა - რა ვიცით საპრეზიდენტო თვითმფრინავზე?

BM.GE