მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საფრანგეთში თანხის სანაცვლოდ ვენახის გაჩეხას 6 000-მდე მევენახე დათანხმდა
საფრანგეთში თანხის სანაცვლოდ ვენახის გაჩეხას 6 000-მდე მევენახე დათანხმდა

საფრანგეთში თანხის სანაცვლოდ ვენახის გაჩეხას 6 000-მდე მევენახე დათანხმდა

BM.GE3 მაისი, 2026, 23:39|bm.ge

ფრანგი მეღვინეები მთავრობის მიერ დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში დაახლოებით 28,000 ჰექტარზე ვენახების ამოძირკვას გეგმავენ. პროგრამის მიზანია სექტორს ბაზრის ცვლილებებსა და კლიმატურ წნეხთან ადაპტაციაში დაეხმაროს.

სქემის ფარგლებში, რომელსაც სააგენტო FranceAgriMer-ი მართავს, ვენახის მფლობელთაგან 5 800-მდე განაცხადი შევიდა ვაზის ამოძირკვისთვის ფინანსური დახმარების მიღების თაობაზე.

გეგმა მხარდაჭერილია 130 მილიონი ევროს ოდენობის სამთავრობო ფონდით, რომელიც მევენახეებს თითო ამოძირკვულ ჰექტარზე 4 000 ევროს სთავაზობს. სამუშაოები 2026 წლის 31 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს.

მოთხოვნების უმეტესობა სამხრეთ-დასავლეთის ღვინის რეგიონებიდან მოდის და, სააგენტოს ღვინის კომიტეტის პრეზიდენტის, ჟერომ დესპეის თქმით, ძირითადად ყურძნის წითელ ჯიშებს ეხება.

იმ ვენახებიდან, რომლებიც ამოსაძირკვად არის გამიზნული, დაახლოებით 37% სრულად განადგურდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მევენახეები ამ საქმიანობას საერთოდ მიატოვებენ. დარჩენილი 63% მინიმუმ 10 წლის ასაკის ვაზის ნაწილობრივ ამოძირკვას ითვალისწინებს, რაც მწარმოებლებს საშუალებას მისცემს, მოახდინონ ვენახების რესტრუქტურიზაცია და წარმოება მოთხოვნას უკეთ მოარგონ.

ვენახების ამოძირკვის ეს პროცესი ვაზისა და მისი ფესვების მოჭრას და ნიადაგიდან ამოწევას გულისხმობს, როგორც წესი, სპეციალიზებული აღჭურვილობის, მაგალითად, ღრმა გუთნის გამოყენებით, რაც შესაძლოა ფერმერს ჰექტარზე დაახლოებით 1 000 ევრო დაუჯდეს.

ფრანგული ღვინის სექტორი სხვადასხვა წნეხს განიცდის, მათ შორისაა კლიმატის ცვლილება, მომხმარებელთა ქცევის შეცვლა და წითელ ღვინოზე მოთხოვნის შემცირება.

ღვინის კომიტეტის პრეზიდენტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მევენახისთვის პროფესიის დატოვება "გულსატკენია", ნაწილობრივი ამოძირკვა სხვებს ადაპტაციაში დაეხმარება.

ეს ნაბიჯი ევროპარლამენტის მიერ ღვინის სექტორის მხარდამჭერი უფრო ფართო პაკეტის დამტკიცებას მოჰყვა, რომელიც ვენახების ამოძირკვის უფრო მოქნილ წესებს და უალკოჰოლო ღვინოების წამახალისებელ ზომებს მოიცავს. საფრანგეთში ვაზის ამოძირკვის წინა, 2024 წლის პროგრამისთვის 110 მილიონი ევრო გამოიყო.

ცნობისთვის, ჭარბ წარმოებასთან საბრძოლველად ვაზის ამოძირკვის სუბსიდირება საფრანგეთის მთავრობამ 2024 წლიდან დაიწყო. მიდგომას მკაცრად აკრიტიკებენ ღვინის მწარმოებელთა ნაწილი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ვენახების შემცირებით ქვეყნის სამხრეთი ტყის ხანძრებისგან კიდევ უფრო დაუცველი ხდება.

ევროკომისიის მონაცემებით, მხოლოდ საფრანგეთში ხანძრების რისკის ქვეშ მყოფი ფართობი, 2040 წლისთვის სავარაუდოდ, 17%-ით გაიზრდება. სათანადოდ მოვლილი ვენახები სწორედ ამ პრობლემას წყვეტენ, რადგან კვლევები აჩვენებს, რომ ვაზის ნაკვეთებს "ხანძარსაწინააღმდეგო ზოლების" ფუნქციის შესრულება ცეცხლის გავრცელების შენელებით შეუძლიათ.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

TIME 100: წლის ყველაზე გავლენიანი პროგრამული უზრუნველყოფის (Software) კომპანიები

TIME 100: წლის ყველაზე გავლენიანი პროგრამული უზრუნველყოფის (Software) კომპანიები

BM.GE

ბიუჯეტური ავიაკომპანიები საწვავის გაძვირების კომპენსირებისთვის აშშ-ის მთავრობას $2.5 მილიარდით დაფინანსებას სთხოვენ

ბიუჯეტური ავიაკომპანიები საწვავის გაძვირების კომპენსირებისთვის აშშ-ის მთავრობას $2.5 მილიარდით დაფინანსებას სთხოვენ

BM.GE

Spotify-ს ფიტნესის მიმართულება და 1500-მდე ვიდეო-გაკვეთილი დაემატება

Spotify-ს ფიტნესის მიმართულება და 1500-მდე ვიდეო-გაკვეთილი დაემატება

BM.GE

AI ექიმებზე უკეთეს დიაგნოზებს სვამს – ჰარვარდის კვლევა

AI ექიმებზე უკეთეს დიაგნოზებს სვამს – ჰარვარდის კვლევა

BM.GE