მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. “საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია
“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE28 ოქტომბერი, 2026, 18:14|bm.ge

თიბისის მობაილბანკის გემიფიკაციის პროექტი - „საგანძურის მარათონი“ The Digital Banker-ის Global Retail Banking Innovations Awards 2026-ზე საქართველოში წლის საუკეთესო ციფრულ ინიციატივად დასახელდა.

„საგანძურის მარათონი“ ორთვიანი კამპანია იყო, რომელმაც მობაილბანკის ყოველდღიური გამოყენება სახალისო გუნდურ შეჯიბრებად აქცია და ნახევარ მილიონამდე მომხმარებელი გააერთიანა.

კამპანიის შედეგები შთამბეჭდავი იყო:

• თამაშში500,000-მდე მომხმარებელი ჩაერთო; • 400-მდემომხმარებელმა ფულადი პრიზი მიიღო; • მონაწილეებსშორის ჯამში 250,000 ლარის საპრიზო ფონდი განაწილდა.

The Digital Banker-მა პროექტი სწორედ იმის გამო გამოარჩია, რომ მან მობაილბანკით სარგებლობა ინტერაქციულ გამოცდილებად აქცია. თამაშის მთავარი ნაწილი რეალური საბანკო ქმედებები იყო და არა უბრალოდ მარკეტინგული აქტივობა. შედეგად, გაიხსნა 4,000 ახალი საინვესტიციო და 8,000 კრიპტო ანგარიში, გააქტიურდა განვადების 20,000 ახალი ლიმიტი, ხოლო დეპოზიტებზე მოზიდულმა თანხამ 1.55 მილიონი ლარი შეადგინა.

კამპანიამ ბიზნესის შედეგებზეც დადებითდ იმოქმედა: ყოველკვირეული ციფრული გაყიდვები 46%-ით გაიზარდა. ამასთან, მომხმარებელთა ყოველთვიური გადინების მაჩვენებელი, რომელიც მანამდეც რეკორდულად დაბალი - 4.31% იყო, დამატებით 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა.

„საგანძურის მარათონის“ საერთაშორისო ჯილდო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღიარებაა იმისა, რომ თიბისის მობაილბანკი მომხმარებლებს თანამედროვე, საინტერესო და გამორჩეულ ციფრულ გამოცდილებას სთავაზობს. პროექტმა აჩვენა, რომ თამაშის ელემენტებით შესაძლებელია არა მხოლოდ მომხმარებლების ჩართულობის გაზრდა, არამედ კონკრეტული, გაზომვადი ბიზნესშედეგების მიღწევაც.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მერიამ „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციები დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

ფინანსური ხელმისაწვდომობა "ყველგან და ყველასთვის" - ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი Industry Talks-ის გენერალური პარტნიორია