მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საგანგაშოდ მიგვაჩნია ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულთა ზღვრის ზრდა - "კონსტიტუციის 78 მუხლი"
საგანგაშოდ მიგვაჩნია ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულთა ზღვრის ზრდა - "კონსტიტუციის 78 მუხლი"

საგანგაშოდ მიგვაჩნია ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულთა ზღვრის ზრდა - "კონსტიტუციის 78 მუხლი"

BM.GE14 მაისი, 2026, 17:14|bm.ge

საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი კონსტიტუციის 78 მუხლი ეხმაურება ინიციატივას, რომლის მიხედვითაც საჯარო სექტორში პრემია-დანამატების სისტემის გაფართოება და მაღალი თანამდებობის პირებისთვის დამატებითი ფინანსური წახალისების მექანიზმის დაბრუნება იგეგმება.

მთავრობა ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული მოხელეების ლიმიტის ზრდას გეგმავს

მათი შეფასებით, განსაკუთრებით პრობლემურია, რომ ინიციირებული ცვლილებები ძირითადად ხელმძღვანელ და პოლიტიკურ თანამდებობებზე მყოფ პირებს ეხება, მაშინ როდესაც საჯარო სექტორში დასაქმებულთა დიდი ნაწილი წლების განმავლობაში დაბალი ანაზღაურებით მუშაობს.

განცხადების თანახმად, საგანგაშოა ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულთა ზღვრის ზრდა.

"მიგვაჩნია, რომ საჯარო სამსახურში შრომის ღირსეული ანაზღაურება მნიშვნელოვანია, თუმცა ეს პროცესი უნდა ეფუძნებოდეს სამართლიანობის, გამჭვირვალობისა და თანასწორობის პრინციპებს. განსაკუთრებით პრობლემურია ის გარემოება, რომ ინიციირებული ცვლილებები ძირითადად ხელმძღვანელ და პოლიტიკურ თანამდებობებზე მყოფ პირებს ეხება, მაშინ როდესაც საჯარო სექტორში დასაქმებულთა დიდი ნაწილი წლების განმავლობაში დაბალი ანაზღაურების, გადატვირთული სამუშაო პირობებისა და სოციალური დაუცველობის ფონზე მუშაობს.

პრემია-დანამატების სისტემის წარსულმა პრაქტიკამ საზოგადოებაში არაერთი კითხვა გააჩინა, მათ შორის საბიუჯეტო რესურსების არათანაბარ განაწილებასა და შესაძლო კორუფციულ რისკებთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ იყო ეს მექანიზმი თავის დროზე შეზღუდული. მიგვაჩნია, რომ მსგავსი სისტემის დაბრუნებას უნდა ახლდეს მკაფიო კონტროლის მექანიზმები, საჯარო ანგარიშვალდებულება და წინასწარ განსაზღვრული, ობიექტური კრიტერიუმები.

ასევე საგანგაშოდ მიგვაჩნია ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულთა ზღვრის ზრდა. ეს ცვლილება კიდევ უფრო ზრდის რისკს, რომ საჯარო სამსახურში დასაქმება ნაკლებად კონკურენტული და ნაკლებად სტაბილური გახდეს, რაც საბოლოოდ აზიანებს პროფესიული, ნეიტრალური და დამოუკიდებელი საჯარო სამსახურის იდეას.

მოვუწოდებთ გადაწყვეტილების მიმღებ სტრუქტურებს, ნებისმიერი ცვლილების მიღებამდე გამართონ ფართო და რეალური კონსულტაციები პროფესიულ კავშირებთან, სფეროს სპეციალისტებთან და საზოგადოებასთან. საჯარო სამსახურის რეფორმა არ უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ ვიწრო ჯგუფების ფინანსურ ინტერესებს, ის უნდა პასუხობდეს საჯარო სექტორში დასაქმებული ყველა ადამიანის ღირსეულ შრომით პირობებსა და საზოგადოების ინტერესს",- აღნიშნულია განცხადებაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE