მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საგარეჯოს თიზი გათვლილია კომპანიებზე, რომლებსაც სურთ საქონლის გადამუშავება, შეფუთვა და რეექსპორტი - აჰმედ ელგჰონემი
საგარეჯოს თიზი გათვლილია კომპანიებზე, რომლებსაც სურთ საქონლის გადამუშავება, შეფუთვა და რეექსპორტი - აჰმედ ელგჰონემი

საგარეჯოს თიზი გათვლილია კომპანიებზე, რომლებსაც სურთ საქონლის გადამუშავება, შეფუთვა და რეექსპორტი - აჰმედ ელგჰონემი

BM.GE13 მაისი, 2026, 13:45|bm.ge

საგარეჯოს თავისუფალი ინდუსტრიული ზონა (თიზი) ინვესტორებს სტანდარტული საგადასახადო შეღავათების მიღმა, სტრატეგიულად განსხვავებულ მოდელს სთავაზობს. ამის შესახებ “საქმის კურსთან” „ასი გრუპ ჯორჯიას” დირექტორმა აჰმედ ელგჰონემი საუბრობს.

ბიზნესმენი ამბობს, რომ მათი მიზანია შექმნან არა უბრალოდ ლოგისტიკური, არამედ „ტრანსფორმაციული ჰაბი“, სადაც აქცენტი პროდუქტის დამატებული ღირებულების შექმნაზე გაკეთდება.

მისი თქმით, ზონა განსაკუთრებით მიმზიდველი იქნება იმ კომპანიებისთვის, რომლებიც საავტომობილო ტრანსპორტირებაზე არიან დამოკიდებულნი და არა პორტებზე. თიზის გასახსნელად საგარეჯო სტრატეგიული მდებარეობის მიხედვით შეირჩა - არის როგორც თბილისთან თბილისთან ახლოს, ასევე აქედან მარტივია კავშირი საქართველოს მეზობლებთან სომხეთსა და აზერბაიჯანთან.

„ჩვენი ზონა გათვლილია კომპანიებზე, რომლებსაც სურთ არა უბრალოდ საქონლის დასაწყობება, არამედ მისი გადამუშავება, შეფუთვა და რეექსპორტი. სწორედ ეს არის ტრანსფორმაციული მიდგომა“, - აცხადებს აჰმედ ელგჰონემი.

პრიორიტეტულ მიმართულებებს შორის სახელდება:

• განახლებადი ენერგია - კომპანიები, რომლებიც მწვანე წყალბადის და მზის ენერგიის მიმართულებით მუშაობენ. • კვების მრეწველობა და სოფლის მეურნეობა - მარცვლეულის გადამმუშავებელი და შესაფუთი საწარმოები. • წარმოება და აწყობა - საერთაშორისო კომპანიები, მათ შორის ჩინეთიდან, რომლებსაც სურთ, ევროპულ ბაზართან ახლოს აწარმოონ პროდუქცია.

“საქართველოს, როგორც ქვეყნის მდებარეობა, როგორც სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ჩვენ ვქმნით სრულ ეკოსისტემას, რომელიც მოემსახურება როგორც სამრეწველო, ისე კომერციულ მიმართულებებს”, - ამბობს ბიზნესმენი “საქმის კურსთან”.

მისი თქმით, უკვე არსებობენ უკვე პოტენციური ინვესტორებიც და გაფორმებულია რამდენიმე “განზრახულობის შეთანხმებაც”.

აღსანიშნავია, რომ საგარეჯოში თიზის გახსნის თარიღი რამდენჯერმე გადავადდა. ბოლო ცვლილებით, "თავისუფალმა ინდუსტრიულმა ზონამ" ფუნქციონირება 2027 წლის გაზაფხულზე უნდა დაიწყოს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოში სამინისტროები 12-მდე მცირდება|როგორი იქნება მთავრობის სტრუქტურა?

საქართველოში სამინისტროები 12-მდე მცირდება|როგორი იქნება მთავრობის სტრუქტურა?

BM.GE

ტრეფიკინგთან ბრძოლა უცვლელი პრიორიტეტია - შრომის ინსპექცია

ტრეფიკინგთან ბრძოლა უცვლელი პრიორიტეტია - შრომის ინსპექცია

BM.GE

ტამანის პორტში დრონების დარტყმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა

ტამანის პორტში დრონების დარტყმის შემდეგ ხანძარი გაჩნდა

BM.GE

საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს

საქართველოს ბანკს Student და sCool Card-ის მფლობელებისთვის სპეციალური შეთავაზება აქვს

BM.GE