
საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფა უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია - თამარ იოსელიანი
„საქართველოში საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და ამ მიზნიდან გამომდინარე შეიქმნა 2026-2030 წლების ეროვნული სტრატეგია და მისგან გამომდინარე სამოქმედო გეგმა“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა საჯარო განხილვების შემაჯამებელი შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პროექტებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დარგის სპეციალისტების რეკომენდაციები განიხილეს.
მინისტრის მოადგილის თქმით, პროცესში მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა იმას, რომ იყოს ინკლუზიური მიდგომა და ყველა დაინტერესებული მხარე იყოს ჩართული.
„სამოქალაქო სექტორის ჩართულობა და მათი რეკომენდაციების გათვალისწინება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც საბოლოო ჯამში ეროვნული სტრატეგია იქნება პრაქტიკული, შედეგზე ორიენტირებული და საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისი. სწორედ აღნიშნული ეროვნული სტრატეგიის დანერგვა და აღსრულება მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ქვეყანაში შევქმნათ უსაფრთხო საგზაო გარემო, მნიშვნელოვნად შევამციროთ საგზაო შემთხვევები და მათგან გამომდინარე მძიმე შედეგები“, - განაცხადა თამარ იოსელიანმა.
I კვარტალში ავარიებს 92 ადამიანი ემსხვერპლა - რა იწვევს საგზაო შემთხვევებს ყველაზე ხშირად?