მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობის იდეოლოგია უნდა გადაიხედოს, დღეს საჯარო უწყებებში ინიციატივა დასჯადია - ქობულია
სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობის იდეოლოგია უნდა გადაიხედოს, დღეს საჯარო უწყებებში ინიციატივა დასჯადია - ქობულია

სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობის იდეოლოგია უნდა გადაიხედოს, დღეს საჯარო უწყებებში ინიციატივა დასჯადია - ქობულია

BM.GE4 მაისი, 2026, 01:00|bm.ge

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, გიორგი ქობულია ამბობს, რომ სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობის იდეოლოგია უნდა გადაიხედოს.

როგორც მან BMG-სთან საინვესტიციო გარემოსა და ინვესტიციების მოზიდვის საკითხის შეფასებისას განაცხადა, ამ მიმართულებით ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორი სწორედ საჯარო უწყებებში არსებული დღევანდელი იდეოლოგიაა.

ქობულია ამბობს, რომ დღეს საჯარო მოხელეები სხვადასხვა საკითხთან მიმართებაში ინიციატივის გამოჩენას ერიდებიან, რადგან შესაძლოა, მათ მიმართ გარკვეული ეჭვები გაჩნდეს.

“რა უნდა გაკეთდეს საქართველოში, რომ სიტუაცია გამოსწორდეს ინვესტიციების მიმზიდველობის თვალსაზრისით? პირველ რიგში, მე ვიტყოდი, რომ ზოგადად სახელმწიფო სტრუქტურებში უნდა გადაიხედოს მუშაობის იდეოლოგია. რას ვგულისხმობ? დღესდღეობით ინიციატივა [საჯარო უწყებებში] არის დასჯადი. ანუ დღეს სახელმწიფო მოხელეების უმეტესობა ფიქრობს უფრო იმაზე, როგორ არ მიიღოს გადაწყვეტილება, ვიდრე რომ მიიღოს გადაწყვეტილება, ინვესტორი მოიყვანოს და ა.შ. იმიტომ რომ როგორც კი ინვესტორის მოყვანასთან დაკავშირებით იღებს ინიციატივას ესა თუ ის სახელმწიფო მოხელე, ყოველთვის შეიძლება გაჩნდეს ეჭვი, რომ აქ არის რაღაც კორუფციულ გარიგებაზე ლაპარაკი, ან რაღაც პირადი ინტერესი აქვს, რაც არის იდეოლოგიურად ძალიან დამაზიანებელი სახელმწიფო მოხელეებისთვის.

დღეს სახელმწიფო მოხელეები არ არიან მოტივირებულები, რომ მიიღონ გადაწყვეტილებები, შესთავაზონ ახალი ინვესტიციები, შესთავაზონ გაუმჯობესება რაღაც პროცესებში. იმიტომ რომ ძირითადი ტენდენცია არის ის, რომ მათ კი არ შეაქებენ ამისთვის, არამედ უფრო დასჯიან, იმიტომ რომ ჩაითვლება, რომ რაღაც პირადი ინტერესები აქვს. ეს მენტალური სისტემა რაღაცნაირად უნდა შეიცვალოს და ამის შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ ზემოდან ქვევით. მაგრამ ჯერჯერობით მე ამის შეცვლის პოტენციალს ვერ ვხედავ დღევანდელ სტრუქტურაში”, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ინიციატივა

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 36 სტატია.

  • ბათუმის თეატრის დირექტორი, რომელიც სიწმინდეების დაცვის ინიციატივით გამოდის, იესოზე ანეკდოტის გამო კრიტიკის სამიზნე გახდატვ პირველი
  • კალაძე საინტერესოს უწოდებს ინიციატივას სიწმინდეების "დასაცავად", ამბობს, რომ იმსჯელებენფორმულა
  • კახა კალაძე საინიციატივო ჯგუფის ინიციატივაზე: ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების დაცულობა არ გულისხმობს ბილწსიტყვაობის და შეურაცხყოფის მიყენების უფლების ქონას, ეს კანონის გზით არის დასარეგულირებელირუსთავი 2
  • კახა კალაძე საინიციატივო ჯგუფის ინიციატივაზე: ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების დაცულობა არ გულისხმობს ბილწსიტყვაობის და შეურაცხყოფის მიყენების უფლების ქონას, ეს კანონის გზით არის დასარეგულირებელიიმედი
ინიციატივა →

მსგავსი სტატიები

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა

BM.GE

საქართველოში დიუშენის მქონე 80-მდე პაციენტიდან „ჯივინოსტატი“, სავარაუდოდ, 35-ისთვის იქნება რელევანტური - სარჯველაძე

საქართველოში დიუშენის მქონე 80-მდე პაციენტიდან „ჯივინოსტატი“, სავარაუდოდ, 35-ისთვის იქნება რელევანტური - სარჯველაძე

BM.GE

მთავრობა ექსპორტის ლოგისტიკურ ხარჯებს დააფინანსებს|საერთაშორისო ვაჭრობის მხარდაჭერის პროგრამა დამტკიცდა

მთავრობა ექსპორტის ლოგისტიკურ ხარჯებს დააფინანსებს|საერთაშორისო ვაჭრობის მხარდაჭერის პროგრამა დამტკიცდა

BM.GE

ავსტრალია ტერორიზმის მხარდამჭერი კონტენტის გამო Telegram-ის წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს

ავსტრალია ტერორიზმის მხარდამჭერი კონტენტის გამო Telegram-ის წინააღმდეგ სასამართლო დავას იწყებს

BM.GE