მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სახელმწიფოს ჩარიცხული დეკრეტული შვებულების თანხა ვერ დაყადაღდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო
სახელმწიფოს ჩარიცხული დეკრეტული შვებულების თანხა ვერ დაყადაღდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

სახელმწიფოს ჩარიცხული დეკრეტული შვებულების თანხა ვერ დაყადაღდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE10 ნოემბერი, 2026, 21:39|bm.ge

სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობისას, სახელმწიფოს მხრიდან ჩარიცხული დეკრეტული შვებულების თანხა ხელშეუხებელი იქნება. საქართველოს პარლამენტმა 72 ხმით ერთის წინააღმდეგ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონში შესაბამისი ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო.

ცვლილების თანახმად, ორსულობის, მშობიარობის, ბავშვის მოვლისა და ახალშობილის შვილად აყვანის გამო გაცემული ფულადი დახმარების სამართლებრივი დაცვა აღსრულების პროცესში ახლებურად დარეგულირდება. კერძოდ, ყადაღას არ დაექვემდებარება ორსულობისა და მშობიარობის გამო ანაზღაურებადი შვებულების, ასევე ბავშვის მოვლის გამო და ახალშობილის შვილად აყვანის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან გასაცემი საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ოდენობის ფულადი დახმარება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"ეროვნულ ბანკს საქართველოს რეზერვების 15% ჩინეთში მიაქვს"|რომან გოცირიძის კითხვები და მოსაზრება

"ეროვნულ ბანკს საქართველოს რეზერვების 15% ჩინეთში მიაქვს"|რომან გოცირიძის კითხვები და მოსაზრება

BM.GE

რესპუბლიკელმა კონგრესმენმა პენტაგონის ხელმძღვანელის იმპიჩმენტის პროცედურა წამოიწყო

რესპუბლიკელმა კონგრესმენმა პენტაგონის ხელმძღვანელის იმპიჩმენტის პროცედურა წამოიწყო

BM.GE

რა გაძვირდა და გაიაფდა ყველაზე მეტად წელს?

რა გაძვირდა და გაიაფდა ყველაზე მეტად წელს?

BM.GE

საფრანგეთმა სუპერმარკეტების სამაცივრე სისტემებზე კიბერშეტევაში ირანი დაადანაშაულა

საფრანგეთმა სუპერმარკეტების სამაცივრე სისტემებზე კიბერშეტევაში ირანი დაადანაშაულა

BM.GE