მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საკონტეინერო ტვირთი 9%-ით გაიზარდა|APM Terminals Poti-ს 9 თვის შედეგები
საკონტეინერო ტვირთი 9%-ით გაიზარდა|APM Terminals Poti-ს 9 თვის შედეგები

საკონტეინერო ტვირთი 9%-ით გაიზარდა|APM Terminals Poti-ს 9 თვის შედეგები

BM.GE7 ოქტომბერი, 2026, 19:39|bm.ge

2026 წლის იანვარ-სექტემბერში ფოთის ნავსადგურმა ჯამში 525,211 TEU კონტეინერი დაამუშავა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9%-ით მეტია.

„ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ 2026 წლის პირველი 9 თვის ოპერაციული მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ფოთის საზღვაო ნავსადგურში ზრდა დაფიქსირდა როგორც საკონტეინერო, ისე გენერალური და საბორნე ტვირთების მიმართულებით.

წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ივლისში დაფიქსირდა, როდესაც ნავსადგურმა 65,759 TEU კონტეინერის გადამუშავება შეძლო. მნიშვნელოვნად გაიზარდა ნავსადგურში შემოსული საკონტეინერო გემების რაოდენობაც.

2026 წლის პირველ 9 თვეში ფოთის პორტმა 336 საკონტეინერო გემი მიიღო, მაშინ როცა 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 268 გემს შეადგენდა. მხოლოდ სექტემბერში ნავსადგურმა 45 საკონტეინერო გემი მოემსახურა.

განსაკუთრებით მაღალი ზრდა დაფიქსირდა გენერალური ტვირთების მიმართულებით. 2026 წლის 9 თვეში ნავსადგურმა 324,656 ტონა გენერალური ტვირთი დაამუშავა, რაც წინა წელთან შედარებით 61.7%-იანი ზრდაა.

დადებითი დინამიკა შენარჩუნდა საბორნე გადაზიდვებშიც. საანგარიშო პერიოდში საბორნე გემებით მიღებული ტვირთის მოცულობამ 162,843 ტონა შეადგინა, ხოლო 2025 წლის 9 თვის მაჩვენებელი 123,350 ტონა იყო.

ტვირთის ტიპი იანვარი-სექტემბერი 2026 იანვარი -სექტემბერი 2025 საკონტეინერო (TEU) 525, 211 481, 473 გენერალური ტვირთი (ტონა) 324, 656 200, 768 იანვარი-სექტემბერი 2024 იანვარი -სექტემბერი 2023 საკონტეინერო (TEU) 406, 588 459, 322 გენერალური ტვირთი (ტონა) 161, 179 247, 701

„ეიპიემ ტერმინალს ფოთში" აღნიშნავენ, რომ არსებული სტატისტიკა საქართველოს უმსხვილესი პორტის მზარდ როლსა და რეგიონული სავაჭრო დერეფნების მნიშვნელობას კიდევ ერთხელ ადასტურებს.

„ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ საქართველოს უდიდესი საზღვაო ნავსადგურია და რეგიონში მნიშვნელოვანი ლოგისტიკური ცენტრის ფუნქციას ასრულებს. კომპანია აგრძელებს ოპერაციების განვითარებასა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, რაც ქვეყნის სავაჭრო და სატრანზიტო შესაძლებლობების ზრდას უწყობს ხელს",- აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც დღევანდელ მთავრობის სხდომაზე პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, საქართველოს საზღვაო ნავსადგურებში, ტერმინალებში, ჯამურად 9 თვეში გადამუშავებული ტვირთების რაოდენობა 15.4 მლნ ტონა იყო, რაც 24%-იანი ზრდაა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სემეკმა გაზის განაწილების ლიცენზია გაუუქმა კომპანიას, რომელიც ბუნებრივ აირს "მუხიანის აგარაკებს" აწვდიდა

სემეკმა გაზის განაწილების ლიცენზია გაუუქმა კომპანიას, რომელიც ბუნებრივ აირს "მუხიანის აგარაკებს" აწვდიდა

BM.GE

Mitsubishi Experience Day ლილო არენაზე გაიმართა

Mitsubishi Experience Day ლილო არენაზე გაიმართა

BM.GE

მთავრობა ეკონომიკის ზრდის პროგნოზს 6.8%-მდე ზრდის

მთავრობა ეკონომიკის ზრდის პროგნოზს 6.8%-მდე ზრდის

BM.GE

„ვნახოთ, როგორ გავანაწილებთ ₾10 მილიარდს“ - მინისტრის მოადგილე ექთნების ხელფასების მომატების პერსპექტივაზე

„ვნახოთ, როგორ გავანაწილებთ ₾10 მილიარდს“ - მინისტრის მოადგილე ექთნების ხელფასების მომატების პერსპექტივაზე

BM.GE