მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "სამი წელი არაადეკვატურად მცირე თანადგომაა"|გელა ხანიშვილი აგროკრედიტის გაცემის ახალ პირობებს იწუნებს
"სამი წელი არაადეკვატურად მცირე თანადგომაა"|გელა ხანიშვილი აგროკრედიტის გაცემის ახალ პირობებს იწუნებს

"სამი წელი არაადეკვატურად მცირე თანადგომაა"|გელა ხანიშვილი აგროკრედიტის გაცემის ახალ პირობებს იწუნებს

BM.GE26 მაისი, 2026, 09:41|bm.ge

სოფლის მეურნეობის მინისტრის ყოფილი მოადგილე, აგრობიზნესში დაბრუნებული გელა ხანიშვილი „შეღავათიანი აგროკრედიტის“ გაცემის ახალ წესს და პირობებს აკრიტიკებს.

ამ თემაზე მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ისაუბრა, სადაც ინტერვიუს მთავარი თემა "აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა“ იყო, რომელიც 1-ელი ივლისიდან უნდა ამოქმედდეს და რომლის ფარგლებშიც „შეღავათიანი აგროკრედიტები“ შეცვლილი პირობებით გაიცემა.

კერძოდ, როგორც BMG-ის სოფლის მეურნეობის სამინისტროში განუცხადეს, თუ „შეღავათიანი აგროკრედიტის“ მოქმედი მოდელი ითვალისწინებდა სესხის 11%-იან სუბსიდირებას 48 თვის განმავლობაში, ახალი მიდგომით ეს პარამეტრი იცვლება და იქნება 8% 36 თვის განმავლობაში.

„სამი წელი არაადეკვატურად მცირე თანადგომაა“ - აცხადებს გელა ხანიშვილი, რომელიც ამჟამად აგროსექტორშია და შინდისში ატმის ბაღებს აშენებს.

მინისტრის ყოფილ მოადგილეს კითხვები აქვს „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ იმ ნაწილზეც, რომლის მიხედვით, სესხის სუბსიდირებისთვის ბანკს მას შემდეგ უნდა მიაკითხოთ, თუ „ბიზნესგეგმა“ სოფლის მეურნეობის სამინისტროში მოიწონეს.

- ის, რომ სამინისტრო აძლიერებს ფინანსურ მონიტორინგს, ძალიან კარგია, მაგრამ მე რა კითხვებიც მაქვს ამ პროექტთან დაკავშირებით, ძალიან მარტივია. ჩემი პირველი კითხვაა: ახალი მოდელი ბანკიდან ფულის აღებას ამარტივებს თუ ართულებს?

- თქვენ რა დასკვნა გამოიტანეთ იმ ინფორმაციის საფუძველზე, რაც ამ დრომდე ვიცით?

- მე მგონია, რომ ართულებს, თუმცა ამ კითხვაზე კომპეტენტური პასუხი ჯერ არ მომისმენია. თუ ამან ბანკიდან რესურსზე წვდომა გაართულა, ამას პასუხი უნდა გასცეს იმ სრულყოფილმა დოკუმენტმა და მთავრობის დადგენილებამ, რომელსაც მომავალში წავიკითხავთ. ყოველ შემთხვევაში, ვინც ამას წერს, ალბათ მან უნდა გასცეს პასუხი. ძალიან კარგად ვიცნობ სამინისტროს, ეჭვი არ მეპარება მათ კომპეტენციაში, მაგრამ მიმართულება როგორი აქვთ აღებული?! გააჟღერეს, რომ აგროკრედიტის თანადაფინანსების ვადიანობა იცვლება - 48 თვიდან 36 თვემდე მცირდება. აგროკრედიტში სამწლიანი სესხი, ფაქტობრივად, არაფერს ნიშნავს - 36 თვე არაადეკვატურად ცოტაა დროა. სოფლის მეურნეობაში მრავალწლიანი ბიზნესი, ნებისმიერი მიმართულება - მეცხოველეობა, მეფრინველეობა თუ მეხილეობა, გარდა მებოსტნეობისა (ერთწლიანი კულტურებისა) - მოითხოვს ხანგრძლივ მხარდაჭერას. სამი წელი არის არაადეკვატურად მცირე თანადგომა...

- როგორ ფიქრობთ, რატომ გადაწყვიტეს ვადიანობის შემცირება?

- არ ვიცი, ახლა სამინისტროს პოზიციას ვერ დავიცავ, მაგრამ მე კითხვები მაქვს. ვხედავ, რომ ეს მოდელი დარგის დღევანდელ საჭიროებებს ვერ პასუხობს.

"ეს არის ყველაზე ნაკლოვანი მხარე" - რა (არ) მოსწონს აგროთანადაფინანსების ახალ პროგრამაში გელა ხანიშვილს|ინტერვიუ

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მაღალი მოთხოვნის გამო, ბაქო-თბილისის მატარებელს დამატებითი ვაგონები მიება - აზერბაიჯანის რკინიგზა

მაღალი მოთხოვნის გამო, ბაქო-თბილისის მატარებელს დამატებითი ვაგონები მიება - აზერბაიჯანის რკინიგზა

BM.GE

თვისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია

თვისუფლება გადამდებია - PSP დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია

BM.GE

ვაშინგტონში 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოცხადდა

ვაშინგტონში 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოცხადდა

BM.GE

"საქართველოს ისტორიაში ვხედავთ ევროპასთან უფრო მჭიდრო კავშირებისკენ მუდმივ სწრაფვას" - EU-ს ქვეყნების საელჩოები

"საქართველოს ისტორიაში ვხედავთ ევროპასთან უფრო მჭიდრო კავშირებისკენ მუდმივ სწრაფვას" - EU-ს ქვეყნების საელჩოები

BM.GE