
სამხრეთ კავკასიური გაზსადენის დატვირთვა გაიზარდა - Report
სამხრეთ კავკასიური მილსადენით (SCP) 2026 წლის პირველ ნახევარში დღეში საშუალოდ 63,7 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი გადაიზიდა, რაც გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 2,1%-ით მეტია. ინფორმაციას აზერბაიჯანული სააგენტო Report ავრცელებს.
გაზსადენი ექსპლუატაციაში 2006 წლის ბოლოს შევიდა და თავდაპირველად „შაჰდენიზის“ პირველი ფაზის ფარგლებში მოპოვებულ გაზს ატარებდა. 2018 წლის ზაფხულიდან კი, გაფართოებული სამხრეთ კავკასიური მილსადენის მეშვეობით, თურქეთს „შაჰდენიზის“ მეორე ფაზის გაზიც მიეწოდება, სადაც ის TANAP-ის გაზსადენს უერთდება.
საქართველოზე გამავალი მილსადენი ბოლო წლებში ფაქტობრივად საპროექტო დატვირთვით მუშაობს და ყოველწლიურად დაახლოებით 22 მლრდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს ატარებს. გასული წელს გაზსადენმა რეკორდული, 23 მლრდ კუბურ მეტრამდე გაზი გაატარა.
BM.GE
წყარო: bm.ge