მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "სამომავლოდ ამ ლიგაში ვხედავთ ჩვენს თავს" - "ევროკრედიტი" მიკრობანკის სტატუსის მიღებას განიხილავს
"სამომავლოდ ამ ლიგაში ვხედავთ ჩვენს თავს" - "ევროკრედიტი" მიკრობანკის სტატუსის მიღებას განიხილავს

"სამომავლოდ ამ ლიგაში ვხედავთ ჩვენს თავს" - "ევროკრედიტი" მიკრობანკის სტატუსის მიღებას განიხილავს

BM.GE3 მაისი, 2026, 21:11|bm.ge

კომპანია „ევროკრედიტი“ მომავალში მიკრობანკის სტატუსის მიღებას სტრატეგიულ შესაძლებლობად განიხილავს. როგორც კომპანიის საოპერაციო დირექტორმა, სალომე გიორგბერიძემ განაცხადა, ეს არის სტრატეგიული გადაწყვეტილება, რაზეც კომპანია უკვე ფიქრობს და შესაბამის სამუშაოებსაც ატარებს. მათ შორის არის პორტფელის დივერსიფიცირება და ბიზნეს სესხების წილის ზრდა,

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, კომპანიის სამომავლო ხედვა სწორედ ამ მიმართულებით განვითარებას მოიცავს. ეს ნაბიჯი „ევროკრედიტს“ საშუალებას მისცემს, გააფართოოს მომსახურების არეალი და მომხმარებელს დამატებით მრავალფეროვანი ფინანსური პროდუქტები შესთავაზოს.

„ეს არის სტრატეგიული გადაწყვეტილება და ამას უცბად ვერ მივიღებთ. ძალიან კარგია ის, რომ კომპანია უკვე ფიქრობს ამასთან დაკავშირებით. ბუნებრივია, არის ძალიან ბევრი დეტალი, რომელიც ჩვენ უნდა გავიაროთ... რა თქმა უნდა, სამომავლოდ ამ ლიგაში აუცილებლად ვხედავთ ჩვენს თავს", - ამბობს „ევროკრედიტის“ საოპერაციო დირექტორი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში უკვე ოპერირებს ორი მიკრო ბანკი: "კრისტალი" და "ემბისი".

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მიღება

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 41 სტატია.

  • სტუდენტებისთვის საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებზე განაცხადების მიღება დაიწყოტვ პირველი
  • არჩილ გორდულაძე: დღეს საკონსტიტუციო მართლმსაჯულება დგას ისტორიული გადაწყვეტილების მიღების წინაშე - სამართლებრივად უნდა შეფასდეს ბოლო 22 წლის მოვლენებირუსთავი 2
  • ავსტრიამ ოთხი რუსი დიპლომატი გააძევა — მოსკოვი საპასუხო ზომების მიღებით იმუქრებაფორმულა
  • ირაკლი კობახიძე ნიუ-იორკში პრეზიდენტ ტრამპის მიერ გაეროს გენერალური ასამბლეის მონაწილე ქვეყნების ლიდერების პატივსაცემად გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო. „ქრონიკის“ სიუჟეტიიმედი
მიღება →

მსგავსი სტატიები

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" კიდევ ერთხელ დაჯარიმდა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" კიდევ ერთხელ დაჯარიმდა

BM.GE

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

BM.GE

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE