მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "სამშენებლო კომპანიები კვალიფიციური კადრების დეფიციტს განიცდიან" - რევაზ სოხაძე
"სამშენებლო კომპანიები კვალიფიციური კადრების დეფიციტს განიცდიან" - რევაზ სოხაძე

"სამშენებლო კომპანიები კვალიფიციური კადრების დეფიციტს განიცდიან" - რევაზ სოხაძე

BM.GE9 ივლისი, 2026, 04:00|bm.ge

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ორგანიზებით, საქართველოში მოქმედი სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებისა და კერძო და სახელმწიფო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლების სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა იყო სამშენებლო სექტორში კვალიფიციური ადამიანური რესურსის დეფიციტი და ამ გამოწვევის დასაძლევად სახელმწიფოს, ბიზნესისა და პროფესიული განათლების სისტემის მჭიდრო თანამშრომლობა, კვალიფიციური კადრების ზრდა და მათი დასაქმება.

“დღეს სამშენებლო კომპანიები კვალიფიციური კადრების დეფიციტს განიცდიან, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში არსებობენ პროფესიული სასწავლებლები, რომლებიც სწორედ ამ მიმართულებით ამზადებენ სპეციალისტებს. ჩვენი შეხვედრის მთავარი მიზანია ერთმანეთთან უფრო მჭიდროდ დავაკავშიროთ ბიზნესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები", - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ ბიზნესისა და პროფესიული კოლეჯების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

შეხვედრას საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი, პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი თამარ კვინიკაძე, სამშენებლო სექტორისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აშშ გაეროსთვის დავალიანების სახით არსებული 725 მილიონი დოლარის გადახდას გეგმავს

აშშ გაეროსთვის დავალიანების სახით არსებული 725 მილიონი დოლარის გადახდას გეგმავს

BM.GE

კანადა აშშ-ს საპასუხო ტარიფებს დაუწესებს

კანადა აშშ-ს საპასუხო ტარიფებს დაუწესებს

BM.GE

აბასთუმანის შემოვლითი გზის დასრულება 2027 წლის შემოდგომამდე გადავადდა - სამინისტრომ ორ კონტრაქტორთან ხელშეკრულება გაწყვიტა

აბასთუმანის შემოვლითი გზის დასრულება 2027 წლის შემოდგომამდე გადავადდა - სამინისტრომ ორ კონტრაქტორთან ხელშეკრულება გაწყვიტა

BM.GE

სასტუმროების სექტორში დაკრედიტება შემცირდა - ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა გაიზარდა

სასტუმროების სექტორში დაკრედიტება შემცირდა - ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა გაიზარდა

BM.GE