მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Samsung-ის 47 000 თანამშრომელი გაფიცვას გეგმავს
Samsung-ის 47 000 თანამშრომელი გაფიცვას გეგმავს

Samsung-ის 47 000 თანამშრომელი გაფიცვას გეგმავს

BM.GE20 მაისი, 2026, 19:32|bm.ge

სამხრეთკორეული ტექნოლოგიური გიგანტის, Samsung Electronics-ის 47 000-ზე მეტი თანამშრომელი ხუთშაბათიდან გაფიცვას დაიწყებს, რაც კომპანიის მენეჯმენტსა და პროფკავშირს შორის ხელფასების თაობაზე მოლაპარაკებების ჩაშლამ განაპირობა.

ეროვნული შრომითი ურთიერთობების კომისიის ინფორმაციით, პროფკავშირი მედიაციის წინადადებას დათანხმდა, თუმცა მენეჯმენტმა ის უარყო. პროფკავშირის წარმომადგენელმა ჩოი სუნგ-ჰომ განმარტა, რომ კომპანიამ გადაწყვეტილების მიღება დააყოვნა, რამაც პროცესი ჩიხში შეიყვანა, თუმცა დასაქმებულები შეთანხმების მიღწევას გაფიცვის პერიოდშიც შეეცდებიან.

როგორც ირკვევა, Samsung Electronics-ში მოლაპარაკებების ჩაშლის მიზეზად პროფკავშირების მხრიდან გადაჭარბებული მოთხოვნების წაყენება დაასახელეს, რაც მენეჯმენტის შეფასებით, კომპანიის მართვის ფუნდამენტურ პრინციპებს ეწინააღმდეგება. პროფკავშირის მთავარი მოთხოვნა პრემიების სისტემას უკავშირდება და საოპერაციო მოგების 15%-ის ოდენობის ბონუსების გაცემას, ასევე ხელფასის 50%-იან ლიმიტთან დაკავშირებული შეზღუდვის გაუქმებას ითვალისწინებს.

შედარებისთვის, კომპანიის მთავარი მეტოქე SK Hynix-ის თანამშრომლები საოპერაციო მოგების 10%-იან ბონუსზე შეთანხმდნენ, Samsung Electronics-ში კი შიშობენ, რომ ლიმიტის გაუქმება მის მოგებიანობაზე გრძელვადიან უარყოფით გავლენას იქონიებს, რადგან ნახევარგამტარებზე არსებული ბუმი მუდმივად არ გაგრძელდება.

თავად თანამშრომლების პროტესტი იმ მარტივი მოცემულობით არის განპირობებული, რომ AI-ბუმის ფონზე, კომპანია რეკორდულ მოგებას იღებს და მისი აქციები ერთ წელიწადში 400%-ით გაიზარდა, თუმცა თანამშრომლების ანაზღაურება თითქმის არ გაზრდილა, რაც უკმაყოფილების მთავარი მიზეზია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE