მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Samsung-ის მესამე კვარტალის საოპერაციო მოგება 783%-ით გაიზარდა
Samsung-ის მესამე კვარტალის საოპერაციო მოგება 783%-ით გაიზარდა

Samsung-ის მესამე კვარტალის საოპერაციო მოგება 783%-ით გაიზარდა

BM.GE30 ოქტომბერი, 2026, 01:43|bm.ge

2026 წლის მესამე კვარტალში Samsung Electronics-ის შემოსავალი წლიურად 126.88%-ით გაიზარდა და LSEG SmartEstimates-ის მიერ პროგნოზირებული 195.79 ტრილიონი ვონის ნაცვლად, 195.25 ტრილიონი ვონი ($124 მლრდ.) შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ კომპანიის საოპერაციო მოგებამ წლიურად 783.11%-ით მოიმატა და 107.44 ტრილიონ ვონს ($68.23 მლრდ.) მიაღწია.

როგორც ირკვევა, ხელოვნურ ინტელექტთან დაკავშირებულ ჩიპებზე მკვეთრად გაზრდილი მოთხოვნის ფონზე, კომპანიის ნახევარგამტარების ბიზნესმა 147.1 ტრილიონი ვონის ($93.42 მლრდ.) შემოსავალი და 106.5 ტრილიონი ვონის ($67.64 მლრდ.) საოპერაციო მოგება გამოიმუშავა. ამასთან, მეხსიერების ჩიპების მიმართულებამ რეკორდულ კვარტალურ შემოსავალსა და მოგებას HBM4-ის გაყიდვების მკვეთრი ზრდისა და სერვერულ მყარ დისკებზე გაფართოებული მოთხოვნის ხარჯზე მიაღწია.

ამ მაჩვენებლით Samsung-ი გახდა მსოფლიოში პირველი ტექნოლოგიური კომპანია, რომლის კვარტალურმა საოპერაციო მოგებამაც 100 ტრილიონ ვონს ($63.51 მლრდ.) გადააჭარბა.

მესამე კვარტალის ფარგლებში Samsung-მა თითოეულ ჩვეულებრივ და პრივილეგირებულ აქციაზე 4,601 ვონის ($2.92), ჯამში კი 30 ტრილიონი ვონის ($19.05 მლრდ.) ნაღდი დივიდენდი გამოაცხადა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს მენეჯმენტი დივიდენდებისა და აქციების გამოსყიდვის გზით აქციონერებისთვის დამატებით 55-დან 75 ტრილიონ ვონამდე ($34.93 – $47.63 მლრდ.) თანხის დაბრუნებას გეგმავს.

ამ პროგრამის საბოლოო მოცულობასა და განხორციელების გეგმას დირექტორთა საბჭო 2027 წლის იანვრის ბოლოს ჩანიშნულ სხდომაზე განსაზღვრავს.

საყურადღებოა, რომ რეკორდული ფინანსური მაჩვენებლების მიუხედავად, ბაზარზე ამ მონაცემებს შესაბამისი ენთუზიაზმი არ გამოუწვევია. შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, სეულის საფონდო ბირჟაზე Samsung-ის აქციების ფასი 5%-ით შემცირდა.

საინვესტიციო პლატფორმა eToro-ს წამყვანმა ანალიტიკოსმა, ჯოშ გილბერტმა აღნიშნა, რომ ხელოვნური ინტელექტის ბუმით დაკმაყოფილებული ინვესტორები რეკორდულ მოგებას ზეიმის საბაბად აღარ მიიჩნევენ და მას მხოლოდ მინიმალურ მოთხოვნად აღიქვამენ. მისი განმარტებით, საოპერაციო მოგების თითქმის მთლიანად ნახევარგამტარების სეგმენტიდან მიღება მეხსიერების ჩიპების ფასებზე კომპანიის ძლიერ დამოკიდებულებას უსვამს ხაზს.

მან ასევე აღნიშნა, რომ დივერსიფიცირებული გიგანტის სტატუსის მიუხედავად, კომპანიის აქციების მფლობელებს ხელთ რეალურად „მეხსიერების ჩიპების მწარმოებელი უჭირავთ, რომელსაც სმარტფონების ბიზნესი აქვს მიბმული“.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

eBay-მ კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა და ანალიტიკოსების მოლოდინები მორიგ ჯერზე გაამართლა

eBay-მ კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა და ანალიტიკოსების მოლოდინები მორიგ ჯერზე გაამართლა

BM.GE

Apple-მა სენსორული ეკრანით აღჭურვილი MacBook Pro წარადგინა

Apple-მა სენსორული ეკრანით აღჭურვილი MacBook Pro წარადგინა

BM.GE

Shell-მა $10.8 მილიარდის მოგება მიიღო და აქციების გამოსყიდვა გაზარდა

Shell-მა $10.8 მილიარდის მოგება მიიღო და აქციების გამოსყიდვა გაზარდა

BM.GE

"აღმოჩნდა, რომ პირველ რიგში საკუთარ თავს ვაზიანებდით" - როგორ ნერგავს "კომოდუსი" EU-ს რეკომენდაციებს

"აღმოჩნდა, რომ პირველ რიგში საკუთარ თავს ვაზიანებდით" - როგორ ნერგავს "კომოდუსი" EU-ს რეკომენდაციებს

BM.GE