მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველო არის ბუტიკის ტიპის პატარა ქვეყანა, რომელიც ყველას აძლევს შესაძლებლობას - Tether-ის CEO
საქართველო არის ბუტიკის ტიპის პატარა ქვეყანა, რომელიც ყველას აძლევს შესაძლებლობას - Tether-ის CEO

საქართველო არის ბუტიკის ტიპის პატარა ქვეყანა, რომელიც ყველას აძლევს შესაძლებლობას - Tether-ის CEO

BM.GE25 მაისი, 2026, 16:45|bm.ge

საქართველო არის ბუტიკის ტიპის პატარა ქვეყანა, რომელიც ყველას აძლევს შესაძლებლობას - ამის შესახებ Tether-ის CEO პაოლო არდოინომ პრეზენტაციაზე განაცხადა, სადაც ცნობილი გახდა, რომ ქართული ლარის სტეიბლკოინი ჯიელტის (GELt) გამოშვება იგეგმება.

„მიმაჩნია, რომ საქართველო არის ბუტიკის ტიპის პატარა ქვეყანა, რომელიც ყველას აძლევს შესაძლებლობას და სხვა სახელმწიფოებს უკვალავს გზას, რათა მათ ევოლუცია საქართველოს მაგალითზე იხილონ. თუ ბევრ ქვეყანაში, მათ შორის განსაკუთრებით ევროპაში პროცესები უკან მიდის, ბიზნესის კეთება რთულდება და სახეზეა ეკონომიკური სტაგნაცია, საქართველოში ყველაფერი პირიქითაა: ეკონომიკა ვითარდება, ხორციელდება ინვესტიციები და იზრდება კაპიტალდაბანდებები. ზოგადად, ქვეყანაში ახალი შესაძლებლობები იქმნება. სწორედ ამიტომ, ციფრული ლარი (GEL) იქნება ის ინსტრუმენტი, რომელიც საქართველოს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის და ხელს შეუწყობს კიდევ უფრო ძლიერ ევოლუციასა და ზრდას", - განაცხადა პაოლო არდოინომ.

პრეზენტაციას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც ესწრებოდა, რომელმაც განაცხადა, რომ Tether-ის შემოსვლა უმნიშვნელოვანესი გზავნილია საერთაშორისო საინვესტიციო სამყაროსთვის.

„მინდა, მკაფიოდ აღვნიშნო, რომ "ტეზერთან" თანამშრომლობის დაწყებით, ჩვენ ვდგამთ ახალი, ძალიან მნიშვნელოვან და ძალიან საინტერესო ნაბიჯს ჩვენი ეკონომიკური განვითარების გზაზე. ამ პარტნიორობის ყველაზე ამბიციური გამოხატულებაა კომპანიის გეგმა, გამოუშვას ქართული ლარის ციფრული ანალოგი - ჯიელტი (GELt). ასევე, მოხარულები ვართ, რომ კომპანიას დაგეგმილი აქვს ძალიან მასშტაბური ინვესტიციების განხორციელება სხვადასხვა სფეროში, განსაკუთრებით გვახარებს ინვესტიციები სოციალურ და საგანმანათლებლო სფეროში, რაც ადასტურებს, რომ ეს თანამშრომლობა მნიშვნელოვნად სცილდება ბიზნესინტერესების სფეროს და მაქს აქვს ფართო საზოგადოებრივ სარგებელზე ორიენტაცია", - განაცხადა კობახიძემ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE