მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველო-აზერბაიჯანის აგროსასურსათო ვაჭრობა სტაბილურად იზრდება - სონღულაშვილი
საქართველო-აზერბაიჯანის აგროსასურსათო ვაჭრობა სტაბილურად იზრდება - სონღულაშვილი

საქართველო-აზერბაიჯანის აგროსასურსათო ვაჭრობა სტაბილურად იზრდება - სონღულაშვილი

BM.GE6 მაისი, 2026, 17:21|bm.ge

ბაქოში ვიზიტად მყოფი სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს აზერბაიჯანთან აგროსასურსათო ვაჭრობის კუთხით დიდი პოტენციალი აქვს.

მისი თქმითვე, ბოლო წლებში სურსათის ექსპორტი აზერბაიჯანში სტაბილურად იზრდება.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვიზიტის ფარგლებში, სონღულაშვილი აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობის მინისტრს მაჯნუნ მამედოვს შეხვდა და ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობასა და აგროსასურსათო სექტორში თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა.

„შეხვედრაზე განვიხილეთ აგროსასურსათო სექტორში თანამედროვე მიდგომების დანერგვისა და ღირებულებათა ჯაჭვების განვითარების მიმართულებებით თანამშრომლობა და ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები. საქართველო-აზერბაიჯანს შორის აგროსასურსათო ვაჭრობა სტაბილურად იზრდება და არსებობს მნიშვნელოვანი პოტენციალი მისი შემდგომი გაფართოებისთვის“, - განაცხადა სონღულაშვილმა.

2025 წელს, საქართველოდან აზერბაიჯანში ექსპორტირებულია 207.6 მლნ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც 19%-ით აღემატება 2024 წლის მაჩვენებელს.

ამას გარდა, შარშან აგროსასურსათო პროდუქციის მთლიან ექსპორტში აზერბაიჯანის წილი 11% იყო. ამავე პერიოდში, აზერბაიჯანიდან საქართველოში იმპორტირებულია 99 მლნ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც 2024 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 36%-ით აღემატება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: აზერბაიჯანის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 39 სტატია.

  • აზერბაიჯანის სკოლებში ჰიჯაბის შეზღუდვას აპროტესტებენ - დაკავებულია 37 ადამიანიტვ პირველი
  • პრემიერი: აქტიურად იმუშავა ეკონომიკის მინისტრმა და მისი ჩართულობით მოხერხდა უფრო იაფად, შუამავლის გარეშე ელექტროენერგიის შესყიდვა აზერბაიჯანიდან, წინა ფასთან შედარებით 0.02 დოლარცენტით ნაკლებს ვიხდით ახლა იმის ხარჯზე, რომ ჩაიხსნა შუამავალი კომპანიარუსთავი 2
  • ირაკლი კობახიძე: გარეჯის საკითხზე ვმუშაობთ მეგობრულ რეჟიმში, ჩვენ გვაქვს მეგობრული ურთიერთობები როგორც აზერბაიჯანთან, ისე სომხეთთან, ორივე სახელმწიფოსთან არის საჭირო დემარკაცია-დელიმიტაციის განხორციელება და ამ საკითხზე გაგრძელდება მომავალშიც მუშაობა აბსოლუტურად მეგობრულ რეჟიმშიიმედი
  • პუტინმა სომხეთსა და აზერბაიჯანში 1 მლნ რუბლზე მეტი ნაღდი ფულის გატანა აკრძალანეტგაზეთი
აზერბაიჯანის →

მსგავსი სტატიები

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" კიდევ ერთხელ დაჯარიმდა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" კიდევ ერთხელ დაჯარიმდა

BM.GE

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

საქართველოს საფეხბურთო სეზონის ინტრიგა პიკს აღწევს - დინამო ბათუმი ოქროს დუბლისკენ მიიწევს

BM.GE

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE