მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველო-აზერბაიჯანის ენერგოშეთანხმებით ტრანზიტის ტარიფი პირველი სამი წლით წინასწარ განისაზღვრა - სსე
საქართველო-აზერბაიჯანის ენერგოშეთანხმებით ტრანზიტის ტარიფი პირველი სამი წლით წინასწარ განისაზღვრა - სსე

საქართველო-აზერბაიჯანის ენერგოშეთანხმებით ტრანზიტის ტარიფი პირველი სამი წლით წინასწარ განისაზღვრა - სსე

BM.GE19 მაისი, 2026, 21:31|bm.ge

აზერბაიჯანიდან თურქეთში ელექტროენერგიის ტრანზიტის შესახებ ახალი ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის ფარგლებშიც პირველი სამი წლის განმავლობაში ტრანზიტის ღირებულება წინასწარ იქნება განსაზღვრული. ინფორმაციას ამის შესახებ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ (სსე) ავრცელებს.

უწყების განმარტებით, ფასის წინასწარ დაფიქსირება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის საბიუჯეტო და სისტემური დაგეგმვის გაუმჯობესებას. ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ დოკუმენტს ხელი ბაქოში, სამთავრობო ვიზიტის ფარგლებში მოეწერა და ის ძალაში 2027 წლის პირველი იანვრიდან შევა.

ორმხრივ შეთანხმებას ხელი მოაწერეს: ვანო ზარდიაშვილმა — „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ გენერალურმა დირექტორმა; როვშან ნაჯაფმა — აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-ის პრეზიდენტმა.

ვანო ზარდიაშვილი ბაქოში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მარიამ ქვრივიშვილთან ერთად იმყოფებოდა. ხელმოწერის ოფიციალურ ცერემონიას ასევე დაესწრო ეკონომიკის მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი.

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში მიიჩნევენ, რომ ეს ნაბიჯი ქვეყანას რეგიონში ეკონომიკურად და სამართლებრივად უფრო მყარ პოზიციაში ჩააყენებს.

„აღნიშნული შეთანხმება უზრუნველყოფს საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის სამართლებრივ და ფინანსურ გამყარებას, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რეგიონული ენერგეტიკული დერეფნის განვითარებაში და შექმნის გრძელვადიანი რეგიონული თანამშრომლობისა და სტაბილური პარტნიორობის საფუძველს“, - აცხადებენ უწყებაში.

ხელშეკრულების საერთო ვადა 20 წელს შეადგენს და ის აზერბაიჯანული ელექტროენერგიის თურქეთში საქართველოს გავლით ტრანზიტის ძირითად პირობებს არეგულირებს.

ირაკლი კობახიძის ბაქოში ვიზიტის ფარგლებში, საქართველომ და აზერბაიჯანმა ეკონომიკის, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის მიმართულებით შეთანხმებების პაკეტს მოაწერეს ხელი.

მხარეებმა გააფორმეს 20-წლიანი შეთანხმებები, რომლებიც ბუნებრივი აირის მიწოდებასა და ტრანზიტს, ასევე რეგიონულ სატრანსპორტო პროექტებს შეეხება.

დოკუმენტებს შორისაა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მოდერნიზაციის დასრულების შესახებ პროტოკოლი, რომლის საფუძველზეც ინფრასტრუქტურა ერთობლივ საწარმოს გადაეცა. ასევე გადაწყდა, რომ 26 მაისიდან ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა აღდგება.

გარდა ამისა, „სოკარსა“ და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას შორის ბაქო-სუფსის მილსადენის ფუნქციონირების ძირითად პირობებზე შეთანხმება გაფორმდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: აზერბაიჯანის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 39 სტატია.

  • აზერბაიჯანის სკოლებში ჰიჯაბის შეზღუდვას აპროტესტებენ - დაკავებულია 37 ადამიანიტვ პირველი
  • პრემიერი: აქტიურად იმუშავა ეკონომიკის მინისტრმა და მისი ჩართულობით მოხერხდა უფრო იაფად, შუამავლის გარეშე ელექტროენერგიის შესყიდვა აზერბაიჯანიდან, წინა ფასთან შედარებით 0.02 დოლარცენტით ნაკლებს ვიხდით ახლა იმის ხარჯზე, რომ ჩაიხსნა შუამავალი კომპანიარუსთავი 2
  • ირაკლი კობახიძე: გარეჯის საკითხზე ვმუშაობთ მეგობრულ რეჟიმში, ჩვენ გვაქვს მეგობრული ურთიერთობები როგორც აზერბაიჯანთან, ისე სომხეთთან, ორივე სახელმწიფოსთან არის საჭირო დემარკაცია-დელიმიტაციის განხორციელება და ამ საკითხზე გაგრძელდება მომავალშიც მუშაობა აბსოლუტურად მეგობრულ რეჟიმშიიმედი
  • პუტინმა სომხეთსა და აზერბაიჯანში 1 მლნ რუბლზე მეტი ნაღდი ფულის გატანა აკრძალანეტგაზეთი
აზერბაიჯანის →

მსგავსი სტატიები

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE