მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საქართველო-აზერბაიჯანს შორის ელექტროენერგიის მიწოდება/ტრანზიტზე 20-წლიანი შეთანხმება გაფორმდა
საქართველო-აზერბაიჯანს შორის ელექტროენერგიის მიწოდება/ტრანზიტზე 20-წლიანი შეთანხმება გაფორმდა

საქართველო-აზერბაიჯანს შორის ელექტროენერგიის მიწოდება/ტრანზიტზე 20-წლიანი შეთანხმება გაფორმდა

BM.GE18 მაისი, 2026, 21:08|bm.ge

საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ელექტროენერგიის მიწოდებისა და სატრანზიტო მიმოსვლის ძირითად პირობებზე 20-წლიანი მთავრობათაშორისი შეთანხმება გაფორმდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღნიშნული დოკუმენტი იმ ფართომასშტაბიანი შეთანხმებათა პაკეტის ნაწილია, რომელიც ქვეყნებს შორის ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სექტორში თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს.

ამავე პაკეტის ფარგლებში, 20 წლით გაგრძელდა აზერბაიჯანიდან გაზის ყიდვა-გაყიდვის 2003 წელს გაფორმებული ხელშეკრულება.

ხელმოწერის ოფიციალურ ცერემონიას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი დაესწრნენ. დოკუმენტებს ხელი მოაწერეს ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა, აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრმა მიქაილ ჯაბაროვმა და ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰბაზოვმა.

საქართველოს გადამცემ ხაზებს ძირითადად აზერბაიჯანის იყენებს თურქეთში ელექტროენერგიის გასაყიდად. 2025 წელს აზერბაიჯანმა თურქეთის მიმართულებით 36%-ით ნაკლები ელექტროენერგია გაიტანა, რამაც საქართველოს გავლით ელექტროენერგიის ტრანზიტი შეამცირა. შარშან ჯამში 870 მლნ კვტ.სთ დენის ტრანზიტი განხორციელდა, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 19%-ით ნაკლებია. აქედან 646 მლნ კვტ.სთ აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით იყო,

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: აზერბაიჯანის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 39 სტატია.

  • აზერბაიჯანის სკოლებში ჰიჯაბის შეზღუდვას აპროტესტებენ - დაკავებულია 37 ადამიანიტვ პირველი
  • პრემიერი: აქტიურად იმუშავა ეკონომიკის მინისტრმა და მისი ჩართულობით მოხერხდა უფრო იაფად, შუამავლის გარეშე ელექტროენერგიის შესყიდვა აზერბაიჯანიდან, წინა ფასთან შედარებით 0.02 დოლარცენტით ნაკლებს ვიხდით ახლა იმის ხარჯზე, რომ ჩაიხსნა შუამავალი კომპანიარუსთავი 2
  • ირაკლი კობახიძე: გარეჯის საკითხზე ვმუშაობთ მეგობრულ რეჟიმში, ჩვენ გვაქვს მეგობრული ურთიერთობები როგორც აზერბაიჯანთან, ისე სომხეთთან, ორივე სახელმწიფოსთან არის საჭირო დემარკაცია-დელიმიტაციის განხორციელება და ამ საკითხზე გაგრძელდება მომავალშიც მუშაობა აბსოლუტურად მეგობრულ რეჟიმშიიმედი
  • პუტინმა სომხეთსა და აზერბაიჯანში 1 მლნ რუბლზე მეტი ნაღდი ფულის გატანა აკრძალანეტგაზეთი
აზერბაიჯანის →

მსგავსი სტატიები

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

BM.GE

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

BM.GE